ტრამპის და თავმჯდომარე სის შეხვედრის წინ... ჩინეთი სავაჭრო ომის ესკალა...
ტრამპის და თავმჯდომარე
სის შეხვედრის წინ ...ჩინეთი
სავაჭრო ომის
ესკალაციისთვის მზად
არის თანამედროვე
ეკონომიკა მეტროს
გვირაბებივით არის,
ოღონდაც განუსაზღვრელი
რაოდენობის
განშტოებებით!დღეს იტყვი
და შეაფასებ, რომ ამ
უზარმაზარ "მეტროს"
ასიათასობით განშტოება და
მილიონობით სადგური აქვს
და ტექნოლოგიური
რევოლუციების, ხელოვნური
ინტელექტის ეპოქაში,
სადღაც
ნახევრადჩაბნელებულ
ოთახში კომპიუტერთან ზის
ერთი სტარტაპერი და უცებ
ქმნის ეკონომიკის ახალ,
აქამდე არარსებულ დარგს...
ჩვენს მიერ მოხსენიებული
მრავალგანშტოებიანი
მეტროს ახალ სადგურს კი
არა, ახალ განშტოებას... და
ასეთი სტარტაპერი
ასიათასობით არის!
ამიტომაც...ამიტომაც...ვერცერთი
თეორია - ვერც კეინსიანური,
ვერც ნეოლიბერალური და
ვერც ქცევითი - ვერ ხსნის
იმას, რაც ჩვენს გარშემო
ხდება.ჩვენ ვცხოვრობთ
ეკონომიკის არა მხოლოდ
სტრესულ, არამედ ქაოტურ
მოდელში, სადაც „მშვიდ“
დროსაც კი შეუძლებელია
ვალუტის გაცვლითი
კურსების, მომხმარებლის
ქცევის ან პრეზიდენტ
ტრამპის ბოლო ტვიტის
შედეგების
პროგნოზირება.ონლაინ
ბიზნესი და ციფრული
ეკონომიკა კი არ გაზრდილა
ეკონომიკის რეალურ
სექტორთან ერთად - მათ
შთანთქეს ეკონომიკის
რეალური სექტორი და ძველი
დავიდ რიკარდოს, ადამ
სმიტის, მარქსის, კეინსის,
მარჟინალიზმის
,მონეტარიზმის ფორმულები
ანტიკვარულ ნამარხებად
აქციეს. ყველაფერი, რასაც
გასული საუკუნის
ეკონომიკური სკოლები
ეყრდნობოდნენ - მიწოდება,
მოთხოვნა, წონასწორობა -
აღარ მუშაობს, რადგან
წონასწორობა - სიჩქარემ,
ხოლო ბაზარი -
ალგორითმებმა შეცვალა.მე
ამბიციური კაცი ვარ, მაგრამ
რაცზემოთ ვთქვი იქიდან
ჰამომდინარე, ამ ესსეს არ
აქვს და ვერ ექნება
პრეტენზია გლობალური
ეკონომიკის ყოვლისმომცველ
ანალიზზე. მისი მიზანია
აჩვენოს, თუ რატომ უნდა
მიაქციოს ყურადღება
საქართველოს მსგავსმა
მიკროსკოპულ ეკონომიკის
მქონე ქვეყანამ, მოქუფრულ,
მოახლოებულ ქარიშხალის
მაუწყებელ
ჰორიზონტს.„გლობალიზაციის
იდილიით“
იმედგაცრუებულებმა
მსოფლიო ლიდერებმა
,გადაწყვიტეს სახიფათო
თამაშის წამოწყება: ძველი
წესრიგის განადგურება და
ეკონომიკური ომის
დაწყება.და როდესაც
გიგანტები გლობალური
ეკონომიკის სამზარეულოში
ჭურჭელს ამსხვრევენ,
ნამსხვრევები პატარა
ქვეყნებსაც ეცემა. ვინც
მზად არ დახვდება, იმას
შეიწირავს კიდეც!მაშ ასე!
უკრაინაში ომი გრძელდება,
მაგრამ ჰორიზონტზე ახალი
დაუნდობელი ომის
წინათგრძნობა მატულობს:
ტრამპის წამოწყებულ
სატარიფო ომს, ჩინეთმა
იშვიათი მეტალების
მიწოდების შეზღუდვის
გადაწყვეტილებით უპასუხა...
ეს ომია!ვინ იყო პირველი
(ნომინალური მშპ) 2024 წლამდე
და ვინ „ტრამპის
პრეზიდენტობის“
შემდეგ?მოკლედ და მარტივად:
ნომინალური მშპ-ით, აშშ 2025
წლამდე მსოფლიოში უდიდეს
ეკონომიკად რჩებოდა — და ის
უდიდესად რჩება დონალდ
ტრამპის მეორე
პრეზიდენტობის პირველი
წლის დასრულების შემდეგაც.
ჩინეთი უახლოესი
კონკურენტია, ნომინალური
მშპ-ით ის კვლავ მეორე
ადგილზეა, მაგრამ
მსყიდველობითი უნარის
პარიტეტით (PPP) ჩინეთმა აშშ-ს
კიდევ უფრო ადრე გაუსწრო
(პირველად ეს PPP-ით
დაწინაურება რამდენიმე
წლის წინ მოხდა). ციფრებისა
და ტენდენციებისთვის
იხილეთ IMF/World Economic Outlook-ის
მონაცემები (ბოლო
შეფასებით, აშშ-ს
მაჩვენებელი ~30 ტრილიონი
დოლარია, ხოლო ჩინეთის
მაჩვენებელი ~19 ტრილიონი
დოლარია მიმდინარე
დოლარებში).(IMF-ის
მონაცემები)მშპ ერთ სულ
მოსახლეზე — ეს გლობალურად
თითქოს ნაკლებად
საინტერესოა, მაგრამ
ძალიან საინტერესოა
ადამიანის კეთილდღეობის
მდგომარეობის
გასაზომად!ნომინალური
მშპ-ით ერთ სულ მოსახლეზე,
"მცირე", მდიდარი
ეკონომიკები (ლუქსემბურგი,
სინგაპური, შვეიცარია,
ნორვეგია და ა.შ.) ლიდერობენ.
შეერთებული შტატები ერთ
სულ მოსახლეზე მშპ-ს
მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე
მაღალშემოსავლიან ქვეყნად
ითვლება, მაგრამ ჯუჯა
ფინანსურ/ნავთობის
სახელმწიფოთა შორის
ლიდერობისგან შორს არის.
ჩინეთის მშპ ერთ სულ
მოსახლეზე მნიშვნელოვნად
ჩამორჩება განვითარებულ
ქვეყნებისას და გლობალური
კლასიფიკაციების მიხედვით
საშუალო შემოსავლის მქონე
ქვეყნების დიაპაზონშია.
(წყაროები: მსოფლიო
ბანკის/საერთაშორისო
სავალუტო ფონდის
მონაცემები ერთ სულ
მოსახლეზე მშპ-ს
შესახებ).რა შეიცვალა
იშვიათი ლითონების
ექსპორტზე 100%-იანი
ტარიფებისა და
შეზღუდვების გამოცხადების
შემდეგ?— ჩინეთის მიერ
სტრატეგიულ მასალებზე
(იშვიათი ლითონები და
მასთან დაკავშირებული
მასალები) ექსპორტის
შეზღუდვები რეალურ
ბერკეტს წარმოადგენს. 2024–2025
წლებში პეკინმა გაამკაცრა
ექსპორტისა და
ლიცენზირების წესები რიგი
მნიშვნელოვანი
მასალებისთვის, რაც უკვე
არღვევს მიწოდების
ჯაჭვებს და ზრდის
დეფიციტის რისკს კრიტიკულ
ინდუსტრიებში (მაგნიტები,
ნახევარგამტარული
კომპონენტები, თავდაცვა და
ა.შ.). შედეგები:
მოკლევადიანი დარღვევები
და ფასების ზრდა;
საშუალოვადიანი გავლენა:
მიწოდების ჯაჭვის
დივერსიფიკაცია
დაჩქარებულია (ავსტრალია,
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია
და აშშ/ევროპა ეძებენ
ალტერნატივებს).— აშშ-ის
საპასუხო პასუხი (100%-იანი
ტარიფები): 2025 წელს
ადმინისტრაციამ (და
პრეზიდენტის
განცხადებებმა)
გამოაცხადა ჩინურ
საქონელზე ძალიან მაღალი
დამატებითი ტარიფების
დაწესების გეგმები
(ზოგიერთ განცხადებაში
100%-მდე). ეს სერიოზული
ესკალაციაა: ამ მასშტაბის
ტარიფებმა შეიძლება
სწრაფად გაზარდოს ფასები
ამერიკელი
მომხმარებლებისა და
მწარმოებლებისთვის,
გამოიწვიოს რეცესიული
რისკები და დააჩქაროს
წარმოების გადატანა
მესამე ქვეყნებში (და
სრულიადაც არ არის
აუცილებელი უკან აშშ-ში,
როგორც ამას ტარიფების
პოლიტიკის მოხრეები
თვლიან. ბ.ლ). ეკონომიკური
ლოგიკა: ტარიფები იცავს
ცალკეულ ინდუსტრიებს,
მაგრამ ზრდის ხარჯებს და
ამცირებს გლობალური
მიწოდების ჯაჭვების
ეფექტურობას.(CBS News -ის
ექსპერტთა შეხედულება
ტარიფებთან
დაკავშირებით)რას ნიშნავს
ეს გლობალური
ეკონომიკისთვის?მიწოდების
შოკები და გაზრდილი
გაურკვევლობა. ექსპორტის
შეზღუდვები და საპასუხო
ტარიფები ქმნის
„მიწოდების შოკს“ იშვიათ
ლითონებზე/კომპონენტებზე
დამოკიდებულ სექტორებში -
წარმოების ჯაჭვები
რესტრუქტურიზდება, რაც
დამატებით ხარჯებსა და
წარმოების შეფერხებებს
ნიშნავს.(როიტერი) ბაზრის
დივერსიფიკაცია და
ფრაგმენტაცია AP News-ის
მეხედვით.ქვეყნები და
კომპანიები მოძებნიან
იშვიათი ლითონების
მოიწოდების ალტერნატივებს
(ავსტრალია, აფრიკა). ეს
ზრდის მიწოდების ჯაჭვების
რეგიონალიზაციას და
ამცირებს გლობალურ
ინტეგრაციას.ინფლაციისა
და რეცესიის
რისკები.ტარიფებისა და
მზარდი ხარჯების
კომბინაცია სამომხმარებლო
ფასების ზრდისა და რეალური
მოთხოვნის შემცირების
რისკს შეიცავს; თეორიულად,
ამან შეიძლება
განვითარებული
ეკონომიკები რეცესიაში
ჩააგდოს, განსაკუთრებით თუ
ტარიფების ზომები
ფართომასშტაბიანი და
თანაც ტრამპისებურად
არაპროგნოზირებადად
მოულოდნელია.ანალიტიკოსები
აფრთხილებენ ტრამპის
ადმინისტრაციას და
ბიზნესს, ბიზნესისა და
მომხმარებელთა ნდობის
შემცირების მაღალ
რისკებზე.დეინდუსტრიალიზაცია
აშშ-ში: რეალობა თუ მითი?
რატომ დაზარალდნენ
დეპრესიული შტატები უფრო
მეტად (The Washington Post-ის
მიხედვით)მოკლედ:
დეინდუსტრიალიზაცია და
ქალაქი-აჩრდილები აშშ-ში
ნამდვილი რეალობაა
(სამუშაო ადგილების
თვალსაზრისით), მაგრამ ეს
მარტივი საკითხი არ არის.
ვაშინგტომ პოსტის
ამალიტიკოსთა მოსაზრებით
რეალური წარმოება არ
შემცირებულა სამუშაო
ადგილების რაოდენობის
შემცირების პროპორციულად;
უბრალოდ, ტექნოლოგიური
რევოლუციის ფონზე
პარალელურად გაიზარდა
პროდუქტიულობა
(ავტომატიზაციის,
დიჯიტალიზაციის ხარჯზე .
ბ.ლ). სამუშაო ადგილების
დაკარგვა აიხსნება
შემდეგი ფაქტორების
კომბინაციით:-
გლობალიზაციით და იაფი
მუშახელის
ხელმისაწვდომობით
საზღვარგარეთ (მათ შორის
ჩინეთთან ვაჭრობის ზრდით 2001
წლის შემდეგ);(მსოფლიო
სავაჭრო ორგანიზაცია)-
ტექნოლოგიური
ჩანაცვლებითი სამუშაოები
(რობოტები, ავტომატიზაცია)
და მოხმარების
სტრუქტურული ცვლილებებით;-
მიზანმიმართული პოლიტიკის
არარსებობით,
წარუმატებელი ადგილობრივი
რეაგირებით (სუსტი
გადამზადება, რეგიონებში
ინვესტიციების ნაკლებობა,
ინფრასტრუქტურული
პრობლემების
მოუგვარებლობა და
ჯანდაცვის დეფიციტი), რამაც
გარკვეულ შტატები და
ქალაქები „დეპრესიული“
გახადა;დასკვნა: (ცნობილი
ბრუკინგსის ანალიტიკური
ცენტრის ანალიზის
მიხედვით), შეიძლება ითქვას
- სამუშაო ადგილების
ადრინდელ
"დეინდუსტრიალიზაციის"
დასაწყისის დონეზე
აღდგენა ყოვლისმომცველი
სტრატეგიის გარეშე
შეუძლებელია. ტარიფები
პოლიტიკურ ინსტრუმენტს
წარმოადგენს, მაგრამ
ვერაფერს გააკეთებს
ავტომატიზაციის დონის,
სუსტი ეკონომიკური
მობილურობის და
ადამიანური კაპიტალის
დეფიციტის
მოსაგვარებლად.აშშ-ის
ეკონომიკა იზრდება თუ
რეცესიისკენ
მიემართება?ოფიციალური
პროგნოზების
(IMF/BEA/ანალიტიკოსები)
თანახმად, აშშ-ის ეკონომიკა
გააგრძელებს ზრდას 2025-26
წლებში, მაგრამ უფრო ნელი
ტემპით და მნიშვნელოვანი
რისკებით, განსაკუთრებით
თუ სავაჭრო ომი
გამწვავდება და
შესაბამისად რისკების
ზრდის ფონზე საკრედიტო
პირობები
გამკაცრდება.პირდაპირი
პასუხი: ზრდა კი არსებობს,
მაგრამ რისკები ძალიან
მაღალია ;„ზრდა არის,
მაგრამ მოწყვლადობა
მაღალია“ ნიშნავს, რომ
ეკონომიკა ამჟამად
აჩვენებს დადებით მშპ-ს,
მაგრამ ეს ზრდა მყიფეა - ის
ეფუძნება რამდენიმე
მოწყვლად ფაქტორს.თუ
გაგრძელდება ძლიერი გარე
ეკონომიკური შოკი (მაღალი
ტარიფები, მიწოდების
შეფერხებები, ექსპორტის
მკვეთრი შემცირება),
ბიზნესისა და
მომხმარებელთა ნდობა
დაეცემა, ინვესტიციები და
მოთხოვნა შემცირდება,
საკრედიტო პირობები
გამკაცრდება და ამან
შეიძლება დღევანდელი ზრდა,
სწრაფად გადაზარდოს
რეცესიაში. ყველაფერი
დამოკიდებულია მთავრობისა
და ბიზნესის
რეაგირებაზე.მოდით
განვმარტოთ, სპეციალისტთა
აზრით, როგორ იმოქმედებს
ეკონომიკურ ზრდაზე
ტარიფები და სავაჭრო
შოკები :- ზრდადი ხარჯები
(მიწოდების შოკი). ტარიფები
და იმპორტის შეზღუდვები
ზრდის რესურსების
ღირებულებას - წარმოების
ზღვარი შემცირებულია,
მწარმოებლის ფასები
იზრდება და ზოგიერთი
წარმოება წამგებიანი
ხდება.- გადაცემა ფასებზე
(ინფლაცია). უფრო ძვირი
იმპორტი და შუალედური
საქონლის მზარდი ფასები
„გადაეცემა“
მომხმარებელთა ფასებს -
რეალური ოჯახების
შემოსავალი და
შესაბამისად მოხმარება
მცირდება.- მოთხოვნისა და
ინვესტიციების შემცირება.
ბიზნესები გადაავადებენ
კაპიტალურ ხარჯებს
გაურკვევლობისა და
მომგებიანობის
გაუარესების გამო;
მომხმარებლები ზოგავენ,
რაც ერთად ამცირებს საერთო
მოთხოვნას.- მიწოდების
ჯაჭვის შეფერხებები. ახალი
მომწოდებლების მოძიების
უეცარი საჭიროება ზრდის
შეფერხებებს, ლოჯისტიკურ
ხარჯებს და მარაგების
დონეს, დროებით ამცირებს
წარმოებას და ზრდის
ხარჯებს.- ნდობის
გაუარესება. პოლიტიკური და
სავაჭრო დაძაბულობა
ამცირებს
ბიზნესის/მომხმარებლის
ნდობას; ამ ინდექსების
შემცირება, როგორც წესი,
წინ უსწრებს დაიწვევს
ბიზნეს-აქტივობის
შემცირებას.ფინანსური
არხი. გაზრდილი რისკი ზრდის
კრედიტის ღირებულებას,
რეფინანსირება ძვირდება,
ინვესტიციები, კრედიტები
(მათ შორის, სამომხმარებლო)
და შესაბამისად, მოხმარება
კიდევ უფრო მცირდება.რატომ
არ იძლევა აშშ-ს ეკონომიკის
დღევანდელი ზრდა ახლა
რეცესიისგან დაცვის
გარანტიას?- ზრდა შეიძლება
ეფუძნებოდეს ინერციას (ჯერ
მიმდინარე კონტრაქტები,
სამთავრობო ხარჯები,
დროებითი ეფექტები) და არა
მყარ მოთხოვნას.- ზრდას თან
ახლავს დაუცველობა და
მოწყვლადობა: შემცირებული
საექსპორტო კალათა,
მაღალი სავალო ტვირთი ან
მჭიდრო დამოკიდებულება
ერთ სავაჭრო
პარტნიორზე.ხელოვნური
შოკები, რომელსაც იწვევს
ასეთი მკვეთრი ცვლილებები,
სწრაფად მოქმედებს, ხოლო
დიდი ინვესტიციები და
ახალი მიწოდების ჯაჭვების
შექმნა ნელია; ეს ნიშნავს,
რომ ეკონომიკის რეაგირება
ჩამორჩება, პოლიტიკური
გადაწყვეტილებით (ამ
შემთხვევაში, ტარიფების
მატება) გამოწვეულ შოკის
ეფექტს!(IMF)ტრამპი და „17
ტრილიონი დოლარის
ინვესტიცია“ - ფაქტი თუ
ფიქცია? რამდენად
იმოქმედებს ინვესტიციები,
სატარიფო შოკით
გამოწვეული უარყოფითი
ეფექტის
შემცირებაზე.აშშ-ში 17
ტრილიონი დოლარის ახალი
ინვესტიციები, რეალურად
დიდი ბალიში იქნებოდა
მოსალოდნელი რყევების
გასანეიტრალებლად...თუმცა,
ტრამპის განცხადებით
უცხოური კომპანიების
მხრიდან 17 ტრილიონი
დოლარის ახალი
ინვესტიციები , სავარაუდოდ,
ექსპრეტთა დასკვნით
ძალიან გაზვიადებულია და
საჭიროებს მეტად კრიტიკულ
შეფასებას!ჟურნალისტურმა
გამოძიებებმა აჩვენა, რომ
ტრამპის ადმინისტრაციის
ოფიციალურად
დადასტურებული მონაცემები
მნიშვნელოვნად დაბალ
დადასტურებულ
მაჩვენებლებს იძლევა: 17
ტრლნ. ინვესტიციების
შესახებ "თეთრი სიები" და
მემორანდუმები უმეტესად
მოიცავს დაპირებებს,
განზრახვებს და
განხორციელების და
დასრულების სხვადასხვა
ეტაპზე მყოფ
პროექტებს.რამდენიმე
ძლიერი გამოცემა მათ შორის
AP News აღნიშნავს, რომ
რეალურად დადასტურებული
ინვესტიციები გაცილებით
მცირეა და ეს მაჩვენებელი
წარმოადგენს ფაქტიური
კონტრაქტების,
დაპირებებისა და
განზრახულობების
კუმულატიურ ჯამს. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ,
ტრამპპის ეს უდმივად
გამეორებადი მტკიცება,
სიმართლის ელემენტებს
შეიცავს (ზოგიერთი პროექტი
არსებობს), მაგრამ მასშტაბი
აშკარად
გაზვიადებულია.მოსალოდნელი
კრიზისის ნიშნები
ჩინეთშიბევრს ჩინეთის
ეკონომიკა ჩინური
კედელივით შეუვალი
ჰგონია... თუმცა, ჩინურმა
კედელმა ვერ დაიცვა ჩინეთი
მომთაბარეთა
გამანადგურებელი
დარბევებისგან, ხოლო
ჩინური ეკონომიკა
განიცდის სერიოზულ
პრობლემებს ბევრი
მიმართულებით.ჩინეთის
ეკონომიკა დაუცველია
რამდენიმე ფუნდამენტური
მიზეზის გამო:- ადგილობრივი
თვითმმართველობებისა და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
დაფინანსების
მექანიზმების (LGFV)
დაგროვილი ვალის ტვირთი -
ბალანსგარეშე და
ოფიციალური ვალის
უზარმაზარი რაოდენობა,
რომელიც დაკავშირებულია
დაუსრულებელ
ინფრასტრუქტურულ
პროექტებთან და ან
დასრულებულ, მაგრამ
უმოქმედო
აქტივებთან.ინტერნეტში
ხშირად ვრცელდება ფოტოები
სანჟინრო ტექნიკის
თვალსაზრისით საოცარი,
ფუტურისტული გზების,
ესტაკადების, ხიდების,
სარკინიგზო სასწაულების,
სამშენებლო საიოცრებების
შესახებ... მაშრაშია
პრობლემა?! გასაგებად რომ
ვთქვათ, არსებობს საოცარი
გზა, მაგრამ არ არსებობს
მასზე გამავალი მანქანა
და ამ მანქანით მოძრავი
ტვირთი ამ გზაზე... ხიდზე.
ესტაკადაზე... არარსებობს
ამ საოცარ ნაგებობებში
ბინის ყიდვის
მნოსურნენი!ეს ამცირებს
კრედიტუნარიანობას და
ზრდის საბანკო/ფინანსური
შოკის რისკს.- პრობლემებია
უძრავი ქონების
რეალიზაციის
მიმართულებით: უძრავი
ქონების სექტორი
ეკონომიკური აქტივობის
დიდ წილს შეადგენს;
მშენებლობის შემცირება და
დეველოპერების მიერ
გადაუხდელობები
უარყოფითად მოქმედებს
ბანკებზე, კონტრაქტორებსა
და ადგილობრივ ბიუჯეტებზე.
მარტივად, კიდევ ერთხელ,
აშენებულია დიდი ოდენობით
საცხოვრებელი ბინები,
მაგრამ მათ არ ყავთ
მყიდველი.- ექსპორტისა და
შიდა მოხმარების სისუსტე:
გლობალური მოთხოვნა
მერყეობს, ხოლო შიდა
მოთხოვნა ნელდება
გაურკვევლობისა და სუსტი
სტიმულების გამო.-
პოლიტიკური
რისკები/რეფორმები:
მიმდინარე პარტიის
პლენარულმა სხდომამ
თითქოს ბევრი ვერაფერი
შეცვალა,მაგრამ არ მოხდა
მთავარი - ამ პლენუმზე
ელოდნენ თავმჯდომარე სის
მიერ მემკვიდრის
დასახელებას და ეს არ
გამოცხადებულა!ანუ
პარტიის ცენტრალურ
ორგანოში მიმდინარეობს
ბრძოლა! არადა,
გადაადგილებები შეიძლება
ინსტიტუციურ ცვლილებებზე
მიუთითებდეს, ხოლო საჯაროდ
ხელმისაწვდომი სიგნალები
მიუთითებს ფრთხილ, არა
ყოველთვის რადიკალურ,
ნაბიჯებზე მმართველობის
ცენტრალიზაციისა და
ხუთწლიანი გეგმების
კორექტირების
მიმართულებით. (Reuters)დასკვნა:
ჩინეთის ეკონომიკა
სტრუქტურული დაუცველობის
ნიშნებს ავლენს, მაგრამ ჯერ
ნაადრევია საუბარი
„გარდაუვალ კოლაფსზე“.
სპეციალისტთა აზრით, ის
რასაც დღეს ვაკვირდებით,
არის რესტრუქტურიზაციის
გაჭიანურებული ფაზა, სადაც
შედეგი დამოკიდებულია
იმაზე, რამდენად
წარმატებული იქნება
რისკების მართვა და
საერთაშორისო
პარტნიორობა, საგარეო
ვაჭრობა, რომელიც აშშ-ს
სატარიფო პოლიტიკის გამო
იოლად განსაჭვრეტი უკვე
აღარ არის!ცენტრალური
კომიტეტის პლენუმი და „სი
ძინპინძის ძალაუფლების
შეზღუდვა“ - ფაქტები
ჭორების
წინააღმდეგჩინეთის
კომუნისტური პარტიის
პლენარული სხდომები და
კონგრესები გეგმებისა და
საკადრო გადაადგილებების
ლეგიტიმაციის
ინსტრუმენტია.2025 წლის
შემოდგომის პლენუმზე
ამბობდნენ, რომ იქ ხუთწლიან
გეგმაში ცვლილებები და
პარტიის ინსტიტუციური
კონტროლის გაძლიერება
განიხილებოდა, თუმცა
„თავმჯდომარის
ძალაუფლების შეზღუდვის“
მზადების შესახებ
მტკიცებები დაუსაბუთებელი
ჭორები აღმოჩნდა. ჩინეთის
კომპარტიის ელიტაში არის
ჯერ კიდევ მყარი ბალანსი,
მაგრამ კურსის
მნიშვნელოვან საჯარო
ცვლილებებს დრო და
თვალსაჩინო ნაბიჯები
სჭირდება;ჩინური
ეკონომიკის და
სახელმწიფოს ხუთი
ძირითადი რისკი:- ტარიფები
ექსპორტზე -აზარალებს
ყველას: მიწოდება
შეფერხებულია, ფასები
იზრდება, ეკონომიკა ეცემა.-
ჩინეთის ვალი და უძრავი
ქონება — საკრედიტო სტრესი,
ლოკალიზებული კრახი და
საბანკო
რისკები.განმარტება: რა
არის "ჩინეთის
ვალი"?როდესაც ეკონომიკური
მიმოხილვები ან სტატიები
(მაგ., Reuters, Bloomberg, FT და ა.შ.)
ახსენებენ „ჩინეთის ვალს
და უძრავ ქონებას“, ისინი
თითქმის ყოველთვის
გულისხმობენ ორ
ურთიერთდაკავშირებულ
პრობლემას:- ადგილობრივი
თვითმმართველობის
დაფინანსების მექანიზმები
(LGFV) არის კვაზი-საჯარო
ერთეულები, რომელთა
მეშვეობითაც პროვინციულმა
მთავრობებმა ათწლეულების
განმავლობაში დააგროვეს
ვალი, ძირითადად
ინფრასტრუქტურული და
სამშენებლო პროექტების
დასაფინანსებლად.ეს ვალი
ამჟამად უზარმაზარია
(შეფასებულია, როგორც 12
ტრილიონ $-ზე მეტი ანუ
ჩინეთის მშპ-ს 90%-ზე მეტი და
წელს სავარაუდოდ კიდევ
გაიზრდება 8%-ით) და რაც
მთავარია, ეს ასტრონომიული
ვალი, ძველებურად ცუდად
იმართება.- კრიზისი უძრავი
ქონების სექტორში -ისეთი
უზარმაზარი კომპანიები,
როგორიცაა Evergrande, Country Garden და
სხვები, დატვირთული იყვნენ
ასტრონომილი ვალებით, და ეს
იმ პირობებში, როცა
საცხოვრებელ ფართზე
მოთხოვნა შემცირდა, ხოლო
ადგილობრივი ბიუჯეტები
(რომელიც
მნიშვნელოვანწილად
დამოკიდებული იყო
დეველოპერებისთვის
სახელმწიფო მიწის
გაყიდვაზე) მკვეთრად
შემცირდა. ეს გიგანტები
გაკოტრდენ!დეინდუსტრიალიზაცია
და სოციალური
უთანასწორობა აშშ-ში —
პოლიტიკური არეულობა და
გრძელვადიანი დაკარგული
რეგიონული
შემოსავალი.(ეკონომიკური
პოლიტიკის ინსტიტუტის (
Economic Policy Institute) კვლევის
მიხედვით)-
დეინდუსტრიალიზაცია
აშშ-ში: წარმოების აზიასა
და მექსიკაში გადატანამ
გაანადგურა „ჟანგიანი
სარტყლის“ ინდუსტრიული
ბაზა.- მრეწველობაში
სამუშაო ადგილების
დაკარგვამ მილიონობით
ადამიანს სტაბილური
შემოსავალი და სოციალური
სტატუსი წაართვა.-
რეგიონებმა ვერ შეძლეს
აღდგენა: ახალი სექტორები
(ტექნოლოგია, ფინანსები)
კონცენტრირებულია
სანაპირო მეგაპოლისებში
და არა ამერიკის ცენტრალურ
შტატებში.(ცნობა: სხვათა
შორის სანაპირო
მეგაპოლისები და შტატები
,უმნეტესად დემოკრატთა
მხარდამჭერია, როცა
ცენტრალური შთატები -
უმეტესად რესპუბლიკელთა!)-
გაიზარდა სოციალური
უთანასწორობა: საშუალო
შემოსავალი და განათლების
ხარისხი მკვეთრად
განსხვავდება ურბანიზებულ
„ახალ კლასსა“ (სნაპირო
მეგაპოლისები) და ერთ დროს
ინდუსტრიულ პროვინციებს
(დეპრესიული შტატები)
შორის.- პოლიტიკური
არასტაბილურობა გაიზარდა:
უგულებელყოფილი
რეგიონების უკმაყოფილება
პოპულისტური მოძრაობებისა
და პოლიტიკური
პოლარიზაციის საფუძველი
გახდა. პოლიტიკაში გაჩნდა
ულტრარადიკალური
(ულტრამემარცხენე და
ულტრამემარჯვენე
(ფაქტიურად ფაშისტური))
მიმართულებები, რომლებსაც
პრეტენზია აქვთ ქვეყნის
სოციალური და პოლიტიკური
კურსის განსაზღვრაზე!-
გრძელვადიანი
შემოსავლების დანაკარგები
აისახება ადგილობრივი
ბიუჯეტების სტაგნაციასა
და ინფრასტრუქტურაში
ინვესტიციების
შემცირებაში. (სასაცილოა,
მაგრამ ამერიკაში გაჩნდა
დაკერებული "ორმულად"
შეკეთებული გზები).როცა მე
ბოლოს ამერიკაში ვიყავი,
მაშინ "ორმული" შეკეთება
დფადაკერებული ასფალტი
მხოლოდაშშ-0ს დედაქალაქ
ვაშინგტონში
შეინიშნებოდა. (მოსახლეობა
60% აფროამერიკული
წარმოშობისაა, ქალაქის
მერი ასევე აფროამერიკელი
იყო და ერთხელაც
ნარკოტიკების რეალიზაციის
ბრაკდებით დააკავეს
საკუთარ კაბინეტში... თუმცა,
დემოკრატიაა და მას
"მისნაირები", რომელთა მამა,
პაპანი ასევე
ნარკოტიკების
გამყიდველები იყვნენ,
სტაბილურად ირჩევდნენ)-
საინვესტიციო დაპირებები
(როგორიცაა „წარმოების
დაბრუნება“ და „მწვანე
ქარხნები“) ხშირად ცარიელ
დაპირებებად რჩება,
რეალური ინვესტიციებისა
და სამუშაო ადგილების
გარეშე. -კაპიტალის
ინვესტირება შენელდა:
ბიუროკრატია, მუშახელის
დეფიციტი და გარე
მოწოდებაზე
დამოკიდებულება ხელს
უშლის რეგიონალური
განვითარების პროგრამების
განხორციელებას. -
ენერგეტიკული და
ტექნოლოგიური დაუცველობა:
აშშ იმპორტირებულ იშვიათ
ლითონებსა და აზიურ
მიკროჩიპებზეა
დამოკიდებული.ამ
პრობლემებმა ამერიკის
ეკონომიკა გლობალური
მიწოდების ჯაჭვების
მძევლად აქცია - ნებისმიერი
შეფერხება ამერიკას ახალი
ინდუსტრიული კრიზისით
ემუქრება.ფილოსოფიური და
ოდენავ ირონიული
დასკვნები და რადგან
მოდაში პოპულიზმია
მიმზიდველი ლოზუნგები,
ბესო ლაგვილავასგან:—
გლობალურ ეკონომიკას
უყვარს სტაბილურობა,
მაგრამ პოლიტიკოსებს (მათ
შორის ტრამპი გამორჩეულია)
უყვართ დრამატიზება და
მონოლოგები, რადგან
ამომრჩეველი
განუხორციელებელ
დაპირებებს უფრო მეტად
უკრავს ტაშს , ვიდრე
კვლევითი ცენტრების და
ექსპერტების
"ანგარიშებს.“— ტარიფები
ანტიბიოტიკებს ჰგავს:
ისინი მოკლევადიან
პერიოდში, შესაძლოა,
სასარგებლკოც იყოს, მაგრამ
ნებისმიერი "ექიმი"
გეტყვით, ყოვედღიურად
გამოყენების შემთხვევაში,
ისინი კლავენ
ვაჭრობისთვის სასარგებლო
"მიკროფლორას".— იშვიათი
მინერალები მსოფლიოს
გიგანტების ახალი ვალუტაა:
ვინც მაგნიტს აკონტროლებს,
აკონტროლებს. მომავლის
ძრავას.— 17 ტრილიონი დოლარი
კაპიტალდაბანდება აშშ-ში?
ზოგი ჯერ ბოლომდე
გაუთვლელი განზრახვაა,
ზოგი მემორანდუმია და
ნამდვილი მათემატიკა კი
საბანკო წიგნებშია და
მკვეთრად განსხვავდება
ბრიფინგებში
დაბრეხვებულისგან!მოკლე
რეზიუმე - აშშ - ჩინეთს
ეკონომიკის
შედარებისთვის!:2024 წლის
მიხედვით აშშ მშპ-ს
ნომინალური ღირებულებით
უდიდესი ეკონომიკაა;
ჩინეთი ნომინალური
ღირებულებით მეორეა, ხოლო
PPP-ს თანაფარდობით უკვე
პირველი.როგორ იმოქმედებს
მსოფლიო ეკონომიკაზე
შოკები, კერძოდ ჩინეთის
ექსპორტის შეზღუდვები +
აშშ-ის 100%-იანი ტარიფები,
შემდგომი ესკალაციის
შემთხვევაში?! ვინ დადგება
რყევების, ინფლაციისა და
რეცესიის რეალური
საფრთხის წინაშე?!მე
შევეცადე შემესწავლა
სხვადასხვა გამოცემების,
ექსპერტების, მსოფლიო
ბანკის და სავალუტო ფონდის
შეფასებები ამ
მიმართულებით: წააგებს
ორივე!წააგებს მთელი
მსოფლიო!მაგრამ
სხვადასხვანაირად:- აშშ
უფრო სწრაფად დაზარალდება
სამომხმარებლო ფასებისა
და საწარმოო ციკლების
დარღვევების
თვალსაზრისით;- ჩინეთი
დაზარალდება ექსპორტის
დანაკარგების, საიმედო
მიმწოდებლის გრძელვადიანი
რეპუტაციის დაკარგვის და
მიწოდების ჯაჭვების
დაჩქარებული
„დეჩინეთიზაციის“
თვალსაზრისით.- აშშ-სთვის
ელვისებური დარტყმა
იქნება სამომხმარებლო
ფასების ზრდა..ტარიფები
სწრაფად ზრდის
იმპორტირებული საქონლის
ღირებულებას და ხარჯების
ნაწილი მყიდველებზე,
მომხმარებელზე, გადადის
(საცალო ფასების ზრდა უკვე
ფიქსირდება ტარიფების
შემოღების შემდეგ)._ აშშ-ის
მწარმოებლებისთვის
ელვისებური დარტყმა
იქნება კრიტიკული
კომპონენტების
დეფიციტი.იშვიათი
ლითონების/მასალების
ექსპორტის შეზღუდვები
ვიწრო მიწოდების ბაზით
დარგებს
(ნახევარგამტარები,
თავდაცვა და სამედიცინო
აღჭურვილობა) დააზარალებს,
რაც გამოიწვევს
შეფერხებებს და ხარჯების
ზრდას._ მოკლევადიან
პერსპექტივაში აშშ-ში
ინფლაციის გავლენა იქნება
ძლიერი.იმპორტის ფასების
ზრდა და შუალედური
საქონლის ფასების ზრდა
ზრდის მომხმარებელთა
ფასების ინდექსს;
ცენტრალური ბანკები
იძულებულნი იქნებიან უფრო
მკაცრი პირობებით
უპასუხონ გამოწვევებს, რაც
გაამკაცრებს საკრედიტო
პირობებს._ ჩინეთი
საშუალოვადიან
პერსპექტივაში ბაზრებისა
და მიწოდების ჯაჭვების
დაკარგვის რისკის ქვეშ
დადგება._ ექსპორტის
შეზღუდვებმა შეიძლება
დააჩქაროს გადამუშავებისა
და წარმოების სხვა
ქვეყნებში გადატანა (ანუ
მოხდეს ჩინეთისგან
დამოუკიდბელი
საკომპენსაციო ჯაჭვების
დანერგვა-ამოქმედება), რაც
მომავალში შეამცირებს
ჩინურ მარაგებზე
მოთხოვნას._ ჩინეთისთვის
გრძელვადიანი ეფექტი
მოთხოვნის გეოპოლიტიკური
და ეკონომიკური
შემცირებაა.თუ უცხოური
კომპანიები იძულებუონი
გახდნენ ინვესტიციას
ჩადონ იშვიათი ლითონებით
მომარაგების
დივერსიფიკაციაში, ჩინური
იშვიათ ლითონების
გადამუშავებაზე
დამოკიდებულება წლების
განმავლობაში
აღმოიფხვრება, თუმცა
ჩინეთის მიერ ამ ლითონების
ბაზრების დაკარგვა უფრო
სწრაფად მოხდება.რეცესიის
რისკი - ნდობისა და
ინვესტიციების შემცირების
მეშვეობით.აშშ-ში:
ინფლაციის ზრდა, მკაცრი
მონეტარული რეაგირება, რაც
გამოოიწვევს მოხმარებისა
და ინვესტიციების
შემცირებას. ჩინეთში:
ექსპორტის შემცირება,
სუსტი შიდა მოთხოვნა და
პროვინციების გრნდიოზული
ვალების პრობლემები
დაარტყამს ჩინეთის
სტაბილურ ზრდას! ორივე
ქვეყნისთვის მსგავსი
სცენარის ფინალში
მოსალოდნელი იქნება
ეკონომიკური
რეცესია.რეცესიისგან
მოწყვლადი ეკონომიკის
სექტორები პროფილის
მიხედვით:- მაღალი
მოწყვლადობის:
ნახევარგამტარები,
თავდაცვა, მწვანე ენერგია
და სამედიცინო
აღჭურვილობა.- შედარებით
დაბალი მოწყვლადობნის:
დაბალტექნოლოგიური
სამომხმარებლო საქონელი
(თუმცა მათი ფასიც
გაიზრდება ტარიფების
გამო).გლობალური
დანაკარგები ბევრად
აღემატება ორმხრივ
დანაკარგებს - მესამე
ქვეყნებიც
დაზარალდებიან.მიწოდების
ჯაჭვის შეფერხებები მთელ
მსოფლიოში გაზრდის
ხარჯებსა და შექმნის
შეფერხებებს ; ზოგიერთი
ბაზარი თვეების ან წლების
განმავლობაში საჭირო
კომპონენტების გარეშე
დარჩება.დასკვნა: (ვინ არის
რისკის ქვეშ და რა უნდა
გააკეთოს მის
გასანაეიტრალებლად):_
მოკლევადიანი რისკები: აშშ
მომხმარებელი და
კომპონენტების
მწარმოებელია და აქ
უარყოფითი ეფექტები
სწრაფად გამოვლინდება ;_
ჩინეთი ექსპორტზე
ორიენტირებული ქვეყანაა,
მაგრამ აქ უარყოფითი
ეფექტი უფრო ნელი იქნება.—
საშუალოვადიანი/გრძელვადიანი
რისკები: ექსპერტთა
შეფასებით მოწყვლადობნის
ხარისხი ტოლია - თუ
პოლიტიკის შემოქმედნი არ
შეარბილებენ სიტუაციას და
არ ჩადებენ ინვესტიციებს
დივერსიფიკაციაში (სწრაფი
ლოკალიზაცია, შიდა
წარმოების დაჩქარებული
შექმნა, რაც ქვეყანას აშშ-ს
უცხო იმპორტზე
დამოკიდებულებისგან
დაიცავს, გადამუშავება,
სტრატეგიული მარაგების
შექმნა), ორივე ქვეყანა
სტაგნაციის და შესაძლო
რეცესიის წინაშე
აღმოჩნდება.მოკლედ,
დეინდუსტრიალიზაცია
ვაჭრობის,
ავტომატიზაციისა და
ადგილობრივი პოლიტიკის
კომბინაციაა; სამუშაო
ადგილების აღდგენა მხოლოდ
ტარიფებით ვერ მოხდება, აქ
საჭიროა სისტემური
სტრატეგია და ის 17
ტრილიონიანი
ინვესტიციები, რომელიც ჯერ
უფრო მემორანდუმები და
განზრახულობებია, ვიდრე
რეალური
პროექტები!გაგრძელება
იქნება - "ევროკავშირი და
რუსეთი" .
1761560023