გალტ & თაგარტის 20–24 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია სოლიდურად გაიზარდა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 77.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.35% წინა კვირასთან შედარებით და +1.97% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 313 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 74.90 - 78.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.65% წინა კვირასთან შედარებით და - 3.07% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 472 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.95 - 43.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 25.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.23% წინა კვირასთან შედარებით და +5.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 147 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.90 - 25.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.