შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის ობლიგაციების მფლობელებმა 17 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადეს კონფედერაციის უდიდეს ბანკთან, UBS-თან შერწყმის შედეგად.

ამის შესახებ Financial Times იტყობინება.

როგორც გამოცემა წერს, ორ ბანკს შორის გარიგების ფარგლებში, შვეიცარიის მარეგულირებელმა Finma-მ ბრძანა, 16 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 17,26 მილიარდი აშშ დოლარი) პირველი (AT1) ობლიგაციების ნულამდე ჩამოწერა.

„მთავრობის გადაუდებელი მხარდაჭერა გამოიწვევს AT1 Credit Suisse-ის ყველა აქციის ნომინალური ღირებულების მთლიან ჩამოწერას, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 16 მილიარდი ფრანკი, და, შესაბამისად, გაიზრდება ძირითადი კაპიტალი“, - თქვა მარეგულირებელმა.

გარიგების მონაწილეები მოელიან, რომ აქტივების ჩამოწერას ბაზარზე ფართო გავლენა ექნება და გამოიწვევს სხვა საბანკო დავალიანების გაყიდვას.

„ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა კოშმარი გამოიწვიოს ევროპის სავალო ბაზრებზე, იმის გათვალისწინებით, რომ ობლიგაციების მფლობელები უფრო სერიოზულ ზარალს განიცდიან, ვიდრე Credit Suisse-ის აქციონერები“, - წერს გამოცემა ერთ-ერთი ბანკირის სიტყვებზე დაყრდნობით.

19 მარტს შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ (მთავრობამ) დაამტკიცა UBS-ის მიერ Credit Suisse-ის შესყიდვა და გარანტიები მისცა ქვეყნის ეროვნულ მარეგულირებელს Credit Suisse-ისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით. გასხვისების გარიგების თანხა 3 მილიარდი ფრანკი (3,24 მილიარდი დოლარი) იქნება.

მანამდე Credit Suisse-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღიარებულია შიდა კონტროლის სისუსტე. ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ულრიხ კორნერმა Bloomberg-თან ინტერვიუში მომხმარებელთა გადინების შესახებ ისაუბრა.

გიორგი არაბული