Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, სოციალურ ქსელ X-ში სტრიმინგის დროს განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის 5 000 Optimus რობოტის გამოშვებას გეგმავს.

Tesla-ს კვარტალური შედეგების პრეზენტაციისას მასკმა აღნიშნა, რომ ის დიდ მიღწევად ჩათვლიდა, თუ Tesla დაგეგმილი 10 000 ერთეულიდან ნახევარს გაყიდის. მან დასძინა, რომ 5 000 რობოტიც კი რომაული ლეგიონის ზომაა.

„ვფიქრობ, ჩვენ, ფაქტობრივად, ვაპირებთ ავაშენოთ ლეგიონი: რობოტების მინიმუმ ერთი ლეგიონი წელს, შემდეგ კი შესაძლოა 10 ლეგიონი მომავალ წელს“, - თქვა მასკმა.

მასკმა აღნიშნა, რომ რობოტების წარმოება Tesla-თვის სრულიად ახალი საქმიანობის სფეროა და შედეგად, კომპანია აუცილებლად აწყდება შეცდომებს.

თუმცა, მან ამ რობოტებს Tesla-ს ყველაზე პერსპექტიული აქტივი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძნელია გადაჭარბებული შეფასება ინტელექტუალური ჰუმანოიდური რობოტების შექმნის მნიშვნელობის შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გარემოს აღქმა და დაკისრებული ამოცანების შესრულება.