დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, რიში სუნაკმა,  დღეს, 9 მაისს განაცხადა, რომ მისი მთავრობა აპირებს მისცეს ფარმაცევტებს უფლება, გამოწერონ ძირითადი მედიკამენტები აშკარა და გავრცელებული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

ეს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) შემადგენელ საჯარო კლინიკებში ზოგადი პრაქტიკოსების მოლოდინების სიის შემცირებას და ხელს შეუწყობს ხელისუფლების დაპირებას პირველადი ჯანდაცვის სფეროში სიტუაციის გაუმჯობესებაში.

კერძოდ, ფარმაცევტებისთვის რეცეპტის გამოწერის უფლების მინიჭება  ნიშნავს, რომ ყელის ან ყურის ტკივილის, საშარდე გზების ანთების და სხვა ნიშნების მქონე ადამიანებისთვის, წამლის მიღება უშუალოდ აფთიაქიდან გახდება შესაძლებელი, ექიმთან მისვლის გარეშე, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ქალებს შეეძლებათ კონტრაცეპტივების შეძენა უშუალოდ აფთიაქებიდან. ეს, ასევე იქნება საშუალება პაციენტები თავად დარეგისტრირდნენ ფიზიოთერაპიასა და სხვა სამედიცინო პროცედურებზე. ახალი წესები ძალაში მიმდინარე წლის ბოლოს შევა. მთავრობა აპირებს გამოყოს 645 მილიონი ფუნტი ამ ტიპის ცვლილებისთვის.

სამთავრობო კვლევის თანახმად, ეს ყველაფერი გაათავისუფლებს ექიმთან 15 მილიონ ვიზიტს მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

ჯანდაცვის ეროვნული სისტემით (NHS), ექიმთან ვიზიტის დაჯავშნასთან დაკავშირებული პრობლემები და ხანგრძლივი ლოდინის დრო, ამომრჩევლების აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ქვეყანაში. ოპოზიციამ არაერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება ამ პრობლემების რადიკალურად გადაჭრის უუნარობის გამო.

კონსერვატორებმა გასულ კვირას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 1000-ზე მეტი ადგილი დაკარგეს. ბევრი ექსპერტის აზრით, ამაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა NHS-ის პრობლემებმა.

იანვარში მთავრობამ გასცა დაპირება გადაედგა ნაბიჯები NHS-ის მოლოდინების სიების შესამცირებლად და Financial Times-ის ცნობით, მას შემდეგ სუნაკი მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება საკუთარი პარტიისა და ოპოზიციის მხრიდან, რომელთა წარმომადგენლები დაპირებების სწრაფ შესრულებას ითხოვენ, აღნიშნულ ნაბიჯს გადადგამს.

ეკა უკლება