დღეს, „ავერსის კლინიკაში“ გამა ნაიფ ესპრიტის (Gamma Knife Esprit) ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. გამა ნაიფი (Gamma Knife) არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და უსისხლო რადიოქირურგიული მეთოდი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობის ოქროს სტანდარტს.

„ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც მკურნალობის ეს ყველაზე თანამედროვე მეთოდი დანერგა. გამა ნაიფის (Gamma Knife), მისი უნიკალური შესაძლებლობებისა და საუკეთესო შედეგების გამო, მსოფლიოს წამყვანი კლინიკები ირჩევენ. ამ რადიოქირურგიული მეთოდით წელიწადში 90 000-მდე პაციენტი იკურნება.

"გამა ნაიფით" (Gamma Knife) მკურნალობენ:

  • თავის ტვინის კეთილთვისებიან სიმსივნეებს:
  • თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს;
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიას;
  • ტვინის არტერიოვენურ მალფორმაციას;
  • ნებისმიერ სიმსივნეს, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციაზე;
  • ეპილეფსიის განსაზღვრულ ფორმებს;
  • ესენციურ ტრემორს.

პროცედურის დროს რადიაქტიური სხივები კონად იკრიბება და დაზიანებული ქსოვილისკენ მიემართება მის გასანადგურებლად. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სხივები არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს.

"გამა ნაიფით" (Gamma Knife) მკურნალობის უპირატესობები:

  • არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც არ მოითხოვს განაკვეთს, შესაბამისად, არ ტოვებს ნაიარევს თავის ქალაზე;
  • მინიმალურია ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი;
  • მკურნალობა სრულდება ერთ სეანსში;
  • პაციენტთა უმრავლესობა შინ ბრუნდება პროცედურიდან რამდენიმე საათის შემდეგ და მეორე დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს;
  • უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის.

გამა ნაიფი (Gamma Knife) - ვისაც ყველაზე ძვირფასს, გონებას ანდობ!

ღონისძიებას ესწრებოდნენ:

„ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი- მიხელ სარჯველაძე; „ავერსის კლინიკის“ დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე; Gamma Knife-ის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი; სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები; მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები; ჰოლდინგ „ავერსის“ წარმომადგენლები.