ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ბანკის ავტოპარკს 0 კმ გარბენის მქონე ავტომობილები შეემატა. მათგან 52 ერთეული Geely Starship 7-ის დამუხტვადი ჰიბრიდული SUV-ია, 8 კი – Toyota Corolla-ს ჰიბრიდული სედანი. შერჩევისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო საწვავის ეკონომიურობა და ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაცია, თუმცა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მთავარი პრიორიტეტია ავტომობილების გამძლეობა, საიმედოობა და უსაფრთხოება.ავთანდილ ლაბაძე, „თეგეტა ქარ რენთის“ დირექტორი: „საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე ხუთ წელს ითვლის. მოხარულები ვართ, რომ ბანკმა კვლავ გამოგვიცხადა ნდობა და ჩვენი პარტნიორობა კიდევ ერთი ეტაპით გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორს შევთავაზოთ არა მხოლოდ მის საჭიროებებზე მორგებული ახალი ავტომობილები, არამედ სრულყოფილი მომსახურებაც, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. შეთანხმების ფარგლებში ავტოპარკის გამართულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და საოპერაციო პროცესების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას სრულად ჩვენ ვიღებთ. შედეგად, ბანკს აღარ უწევს ამ საკითხების დამოუკიდებლად მართვა და შეუძლია, საკუთარი რესურსი მთლიანად ძირითადი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“.Geely Starship 7 აერთიანებს ტევად სალონს, კომფორტსა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს. მისი დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა საშუალებას იძლევა, ყოველდღიური მანძილის დიდი ნაწილი სრულად ელექტრორეჟიმში დაიფაროს, რაც სწორად ორგანიზებული ექსპლუატაციის პირობებში საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოში Geely-ს ოფიციალური დისტრიბუტორია.Toyota Corolla ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით, საიმედოობითა და ჰიბრიდული ტექნოლოგიის პრაქტიკულობით გამოირჩევა. ეკონომიურობა და ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელი მახასიათებლები მას კორპორაციული ავტოპარკისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს შევუქმნათ უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო, ამავდროულად კი ეფექტიანად ვმართოთ საოპერაციო რესურსები. „თეგეტასთან“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ავტომობილების ეკონომიურობასა და გარემოზე ზემოქმედებას. ჰიბრიდული ავტომობილების შერჩევა საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ საწვავის მოხმარება და ყოველდღიურ საქმიანობაში უფრო ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადავიდეთ.“- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ავტოპარკის გამართული ფუნქციონირება საოპერაციო საკითხის მუდმივ კოორდინაციას მოითხოვს, რაც კომპანიებისგან დამატებით ადმინისტრაციულ და ადამიანურ რესურსს საჭიროებს. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად განვითარდა „თეგეტა ბიზნესის“ მიმართულება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფლიტმენეჯმენტია.მომსახურება მოიცავს ავტომობილების შერჩევასა და მიწოდებას, მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს, გეგმური და არაგეგმური სერვისის ორგანიზებას, დაზღვევას, საწვავითა და მძღოლებით უზრუნველყოფასა და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვას. ასეთი მოდელი კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაამარტივონ სატრანსპორტო პროცესები, უკეთ დაგეგმონ საოპერაციო ხარჯები, დაზოგონ ადმინისტრაციული რესურსი და მეტი დრო დაუთმონ ძირითადი საქმიანობის განვითარებას. საქართველოს ბანკთან განახლებული თანამშრომლობა ამ მოდელის თვალსაჩინო მაგალითია.--,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
1794565200
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლებს BAG ინდექსის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც დეტალურად იყო ასახული კერძო სექტორის მიმდინარე განწყობები, მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობის ძირითადი მაჩვენებლები.დისკუსიისას მხარეებმა სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, დასაქმების ბარომეტრი და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რომელიც ბიზნესსექტორისთვის ერთ-ერთ უმთავრესს გამოწვევად რჩება. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნებაზეც, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან მექანიზმად დაასახელა.საუბარი შეეხო გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც და მის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ამ კონტექსტში განიხილეს შუა დერეფნის მზარდი როლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, როგორც ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების უმთავრესი ფაქტორები.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ფონდის მისიას გავუზიაროთ კერძო სექტორის ობიექტური შეფასებები, რომლებიც BAG ინდექსშია თავმოყრილი. შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები და შრომის ბაზრის გამოწვევები, ისე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონული პროცესები, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და საინვესტიციო მიმზიდველობას განსაზღვრავს“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
1794564150
Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.
1794563883
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
1794563728
„როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიტავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის“, — აცხადებს კახა კალაძე.საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ და კვლევებმა მსგავსი მიდგომის არაეფექტურობა უკვე დაადასტურა, ხოლო გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების სწრაფ განვითარებაშია.„ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე არაერთი კვლევაც კი დაიდო, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.მოკლედ რომ ვთქვა, კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას, არამედ ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, — აღნიშნავს მევლუდ მელაძე.
1794560466
ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...
1794472543
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793351751
აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...
1794207787
ქონების გადასახადის სახით, მარტო 2 სასახლეზე, ნათია ჯანაშიას 200 000 ლ...
1793955289













