როგორ ამოწმებს ჩინეთი გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსზე ადამიანებს - ვიდეო
როგორ ამოწმებს ჩინეთი გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსზე ადამიანებს - ვიდეო


მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.ხაზი გაესვა ADB-ის როლს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებს.ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება 2024-2028 წლების დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად.ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი და დელეგაციის სხვა წევრები.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
1742472326

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი, მომენტალურად.შეთავაზება ვრცელდება ზუგდიდი მოლის შემდეგ სავაჭრო ობიექტებში:ბატა, ბამბინო, კორსო იტალია, სულაკაურის გამომცემლობა, მინისო, ადიდასი, ჯინსის გალერეა, ნავნე, სკივრი, ჯი პი სი, ისი პარი, ჭიტა, ბიბლუსი, პეპელა, თაიმი, ოპტიმისტი, ქეისების კუთხე, პიცერია ლეოდორო, მანამო ჰოუმი, კარფური, გაჯეტები, სორველა, უნო შუზი, მაიორალი, ორიჯინალი, ბედინერი.შეგახსენებთ, რომ შეთავაზებით სარგებლობისთვის, გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის ტერმინალზე.ასევე, გეტყვით, რომ ზუგდიდი მოლში განთავსებული იქნება თიბისის სათამაშო აპარატი და შესაძლებლობა გექნებათ, გახდეთ თიბისის მერჩის მფლობელი.აპარატით სარგებლობას მხოლოდ ახალი თიბისი ბარათით შეძლებთ და 24 საათის განმავლობაში, 3-ჯერ თამაშის უფლება გექნებათ. თამაშის ღირებულება 1 ლარია, თუმცა, გადახდილი თანხა მომენტალურად დაგიბრუნდებათ ერთგულის ყულაბაში.ასე რომ, უახლოეს ვიქენდზე ესტუმრეთ ზუგდიდი მოლს და გამოიყენეთ შანსი, ისარგებლოთ თიბისის მასშტაბური ქეშბექ შეთავაზებით.
1742470860

კონკურსი ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა და ლარის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა, კონკურსის პირობების შესაბამისად, 30 მარტის ჩათვლით უნდა დახატონ 30 ლარის ბანკნოტი, სადაც შემოქმედებით უნარებთან ერთად, ქართული ფულის განვითარების ისტორიასა თუ ეროვნული ვალუტის მნიშვნელობაზე საკუთარ ხედვას წარმოაჩენენ.კონკურსში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული. ჟიურის რჩეული სამი კონკურსანტი დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზებით, მეოთხე მომხმარებლის რჩეული კი სპეციალურ სახატავ პლანშეტს მიიღებს. გარდა ამისა, ოთხივე გამარჯვებული მიიღებს სიმბოლურ საჩუქრებსა და საგანმანათლებლო მასალებს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საბანკო ასოციაციისგან.კონკურსის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: სს „ბაზისბანკი“, სს „ტერაბანკი“, სს „კრედო ბანკი“ და ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაცია“.კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.ფულის გლობალური კვირეული ყოველწლიური საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2025 წლის კვირეული 17-23 მარტს აღინიშნება, დევიზით: „დაფიქრდი, სანამ აჰყვები, მართე ფული გონივრულად“ (Think before you follow, wise money tomorrow).
1742470144

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იანვარში 11,1 პროცენტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.„რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ იანვარში გვქონდა 11,1 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი წინასწარი პროგნოზი არის სულ მცირე 6 პროცენტი, თუმცა იცით, რომ ბიუჯეტში ასახულ მაჩვენებელს ყოველთვის მნიშვნელოვნად ვასწრებთ ხოლმე, შესაბამისად, წელსაც ველოდებით, რომ 6-პროცენტიან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავასწრებთ. ეკონომიკურ კრიზისს ხედავთ, გერმანიას ზედიზედ 2 წელი აქვს რეცესია, ეკონომიკური ვარდნა.11 პროცენტის პირობებში რომ ლაპარაკობ ეკონომიკურ კრიზისზე, როცა გერმანიას აქვს ზედიზედ 2 წელი ეკონომიკური ვარდნა, არ ვიცი. პირველ ადგილზე ვართ ფართო რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის 4-წლიანი მაჩვენებლით. საშუალო ზრდა გვქონდა 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 9,5 პროცენტი“, - განაცხადა პრემიერმა.
1742465776

რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა, ფინალურ შეხვედრაში, მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთის ნაკრები 46:28 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის თასი დამსახურებულად აღმართა.საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდო. ჰეთ-თრიქი შეასრულა ვანო კარკაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა; თითო ლელო გაიტანეს ვასილ ლობჟანიძემ და ნიკა აბულაძემ. ასევე, ჰეთ-თრიქით გამოიჩინა თავი აკა ტაბუცაძემ, რომლის სარეკორდო მიღწევაზე ცალკე ვისაუბრებთ.გარდა იმისა, რომ ტაბუცას ნაკრებში უკვე 50 ლელო დაუგროვდა, ეს ამბავი საერთაშორისო დონეზეც რეზონანსულია.თუკი ესპანეთთან მატჩამდე ქართველი მორაგბის სანაკრებო ანგარიშზე 47 ლელო იყო და მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეების ტოპ 10-ში ის მე-9 ადგილს ლეგენდარულ ირლანდიელთან, ბრაიან ო’დრისკოლთან იყოფდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, ტაბუცაძემ ჩამოიტოვა ჯორჯ ნორზი (უელსი) და დაგ ჰაულეტი (ახალი ზელანდია).ახლა, აკა ტაბუცაძე, არც მეტი-არც ნაკლები, მსოფლიოს ტოპ 10-ში მეექვსე ადგილზეა და ამ პოზიციას რორი ანდერვუდთან (ინგლისი) ერთად იყოფს.რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, მათგან არც ერთი აღარაა მოქმედი მოთამაშე. მაგალითად, მე-5 ადგილს ტაბუცაძეს მხოლოდ 5 ლელო აშორებს და ოპტიმისტურ პროგნოზებში უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი მორაგბე ამ „ბარიერსაც“ უახლოეს მომავალში დაძლევს.რაც შეეხება მსოფლიო რაგბის რეიტინგს, ესპანეთთან მოგების შემდეგ, საქართველომ მე-11 ადგილი შეინარჩუნა და უახლოეს მდევარ, ექვსი ერის წარმომადგენელ უელსთან უპირატესობა 1.3 ქულით გაზარდა.თიბისი და დიდი რაგბი ზაფხულში, საინტერესო სანაკრებო ტესტ-მატჩებით დაბრუნდებიან. მანამდე კი, ერთად ვუგულშემატკივროთ ასაკობრივ ნაკრებებსა და 7-ქალა ნაკრებს მნიშვნელოვან ტურნირებზე.#ერთადგავიმარჯვებთ
1742464800

სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ჩეხეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის მენეჯმენტთან, ონლაინ და ბეჭდური მედია გამოცემების, მარკეტინგული და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ჩეხეთში ცნობადობის გასაზრდელად ერთობლივი პრეს-ინფოტურებისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოზიციონირებისა და ქვეყანაში ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, 15-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მათ შორისაა ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, მილანის, ბუდაპეშტის, ჰელსინკის, ვილნიუსის, ტალინისა და რიგის ტურისტული გამოფენები. მიმდინარე წელს, სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფლუენსერებისა და ბლოგერების ჩართულობით აქტიური ონლაინ სარეკლამო კამპანიები იგეგმება.
1742463233

„ტიფლისის დარბაზის“ ყველა რეკომენდაცია ქალაქის სიყვარულიდან იქნება წამ...
1742215537
"აშშ-ს კონგრესში კანონპროექტი შევიდა, რომლის მიხედვით ფედერალური სარეზ...
1741427592
ნათია თურნავა - ჯარიმები ჩვენი თვითმიზანი არ არის - ჯარიმას ვიყენებთ ა...
1741599667
„დეველოპერები ცდილობენ, ბინებზე მაღალი ფასი ხელოვნურად შეინარჩუნონ, რა...
1742203658
გიორგი ცუცქირიძე რომან გოცირიძეს: ძვირფასო, რომან, არ არის ეკონომიკა დ...
1741438504