სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ადამიანები კორონა ვირუსს განდევნას ცდილობენ.
Corona go, go corona - ადამიანები კორონა ვირუსის განდევნას ცდილობენ (ვიდეო)


1686127417

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებზე, სემეკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.დავით ნარმანიას თქმით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ერთიან შკალაზე როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფების სიმცირის კუთხით საქართველო მეორე ადგილს იკავებს.სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე და აღნიშნა, რომ სემეკი ამ მიმართულებით 2022 წელს აქტიურად განაგრძობდა მუშაობას: „მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 268 610. 37 ლარი. გარდა ამისა, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 869 235 ლარი. აქედან 695 700 ლარი გადახდილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი გარანტირებული სტანდარტის დარღვევისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.მისივე თქმით, 2022 წელი ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურული რეორგანიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2022 წელს მიმდინარეობდა ახალი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ფორმირება. აღნიშნული პროცესი სრულად ჰარმონიზებული იყო ევროპის მე-3 ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებსა და რეგულაციებთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ხელმოწერილ შეთანხმების ოქმთან.2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 26.92მგვტ. 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 4%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა, მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ იზრდება 4.5%-ით“- აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.სემეკის წლიური ანგარიშის შესაბამისად, 2022 წელს საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა. 2022 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2 998 მლრდ კუბ.მ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, დავით ნარმანიას თქმით, 2022 წელს საქართველოში ოპერირებდა წყალმომარაგების 9 ლიცენზიატი.„წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 - მუნიციპალურს და 3 - კერძო საკუთრებაში არსებულს. მოსახლეობის 68%-ის სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფენ წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 31%-ის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს. ჯამში მომხმარებელთა რაოდენობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 5.8%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებზე და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებზე. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დაარსებაზე. დავით ნარმანიას თქმით, ცენტრი წარმოადგენს ღირებულ პლატფორმას ენერგეტიკის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიული განვითარებისთვის.სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.
1686215017

ახალი ბიზნეს ბარათი კომპანიების მენეჯერების საჭიროებებზეა მორგებული, რაც პირველ რიგში, საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე ხარჯებისთვის ლარის უფასოდ გამოტანას გულისხმობს, დღეში - 30 000 ლარიანი, კვირაში კი 200 000 ლარიანი ლიმიტით.ახალი ბიზნეს ბარათით გადახდები მაქსიმალურად დაზღვეულია. გადახდისას კორპორაციული დაზღვევა ვრცელდება, რაც თანამშრომლების მიერ ბარათით არამიზნობრივი გადახდის დაფიქსირების შემთხვევაში, წლიურად 25 000 დოლარამდე დანაკარგის ანაზღაურებას უზრუნველყოფს.Visa Signature Business ბარათი დამატებით უპირატესობას სთავაზობს მენეჯერებს საერთაშორისო მოგზაურობის დროსაც, მათ შორის, Lounge Key პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს 1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯით, წლის განმავლობაში 6-ჯერ სარგებლობას. ასევე, წელიწადში 10-ჯერ, თურქეთისა და ევროპის სხვადასხვა აეროპორტში Fast Track International-ის სერვისით სარგებლობას, რაც საპასპორტო და უსაფრთხოების კონტროლის რიგის გარეშე, სწრაფად გავლას გულისხმობს.ბარათი 500 000$-იან სამოგზაურო დაზღვევასაც მოიცავს, რაც სამედიცინო, ასევე ფრენის გადადების, ან ბარგის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს. Visa Signature Business ბარათით booking.com-ზე გადახდის შემთხვევაში - 6%-მდე ქეშბექი, rentalcars.com-ზე მანქანის დაჯავშნისას კი, 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Visa ბიზნეს კონსიერჟის მომსახურებით ისარგებლონ, რომელიც WhatsApp-ის, Viber-ისა და Telegram-ის აპლიკაციების დახმარებით, 24/7-ზე ხელმისაწვდომია. ბიზნეს კონსიერჟის მომსახურება უფასო იურიდიულ და საბუღალტრო კონსულტაციებს, ასევე 24/7-ზე ავტო ასისტენტის მომსახურებას აერთიანებს. „Visa-სთან პარტნიორობით შექმნილი Visa Signature Business ბარათი, სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის საქართველოს ბაზარზე. მისი ფუნქციები ჩვენი კლიენტების საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით. ახალი პროდუქტი სრულად თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გავუმარტივოთ მომხმარებლებს ცხოვრება და საქმიანობა. მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებს მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე შესაძლებლობები შევთავაზოთ და დასახული მიზნების ეფექტურად მიღწევაში დავეხმაროთ", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
1686214141

კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე და superapp-ში.15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა გრემის დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ექნება.
1686214074

მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად, აუცილებელია წარმოების მთლიან ციკლზე სრული კონტროლი. სწორედ ამიტომ, მარნის მიერ გაშენდა ვენახები და დღესდღეობით, 300 წლიანი ისტორიის მქონე კონდოლის, კუდიგორასა და ყველაზე ახალ, ინოვაციური მეთოდით 2020 წელს გაშენებულ დიდყურეს ვენახებს ფლობს.თელავის ღვინის მარნის პროდუქცია 34 ქვეყანაშია წარმოდგენილი და წელიწადში 5 მილიონამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. მარნის ღვინოებს, მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებზე, 800-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, რაც ქართული ღვინის დადებითი იმიჯის გამტკიცებას ემსახურება მსოფლიო ბაზარზე.„კომპანიის უწყვეტი წარმატების უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკთან, როგორც სანდო და საიმედო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრობლობა, ჯერ კიდევ 1999 წლიდან დავიწყეთ. სწორედ ბაზისბანკის სანდოობამ, ინდივიდუალურმა მიდგომამ და მომსახურების უმაღლესმა ხარისხმა განაპირობა ეს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა.“ - თელავის ღვინის მარნის დამფუძნებელი, ზურაბ რამაზაშვილი.„ქართული ღვინო ჩვენი სავიზიტო ბარათია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ბაზისბანკსა და თელავის ღვინის მარანს შორის პარტნიორობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მეღვინეობის განვითარებაში, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და ტურისტული თვალსაზრისით.ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, გვერდით უდგას ბიზნესს, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. ამის ნათელი მაგალითია თელავის ღვინის მარანი, რომელთანაც მესამე ათწლეულია ვთანამშრომლობთ და მისი ყოველი წარმატება დადებითად აისახება ქართული მეღვინეობის განვითარებაზე.“ - ვახტანგ ვახანია, ბაზისბანკის კორპორატიული განყოფილების უფროსი.ბაზისბანკის და თელავის ღვინის მარნის პარტნიორობის ვიდეო ისტორია
1686213908

ამასთან, ყირიმის წილი უკრაინაში ომის დაწყებამდე 17-19%-ის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე წელს ის 3%-მდე დაეცა.ომამდელ პერიოდში იალტაში, სევასტოპოლსა და ფეოდოსიაში შედიოდა ჯავშნის საშუალოდ 6%, 7% და 4%."წინა სეზონებთან შედარებით, ამ ზაფხულს ყირიმში გაცილებით ნაკლები ჯავშნები იქნება", - დაადასტურა Sutochno.ru-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იური კუზნეცოვმა.მისი თქმით, მოთხოვნის შემცირების გამო, ყირიმის ყველაზე პოპულარულ ადგილებშიც კი საცხოვრებლის ფასები ახლა უფრო დაბალია, ვიდრე გასულ წელს. იალტაში საშუალო მოთხოვნილი განაკვეთი შემცირდა 8%-ით (3,86 ათას რუბლამდე დღეში), სევასტოპოლში - 7%-ით (3 ათას რუბლამდე). ამავდროულად, რუსეთის კურორტებზე საშუალო ფასები წლის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა.ყირიმში დასვენების მოთხოვნის შემცირების ფონზე, სოჭში დასვენების მსურველთა რიცხვი მაქსიმუმამდე გაიზარდა ხუთი წლის განმავლობაში.VTsIOM-ის კვლევის თანახმად, თუ 2022 წელს რუსების 9% აპირებდა ზაფხულში ყირიმში დასვენებას, წელს მათი წილი 5%-მდე დაეცა. ეს არის ყველაზე დაბალი დონე ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, თუ არ გავითვალისწინებთ 2020 წლის პანდემიურ წელს, როდესაც მოგზაურობის მოთხოვნა დაეცა ყველა განხილულ სფეროში.რეგულარული თავდასხმებისა და უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის შესახებ ჭორების შედეგად, ყირიმში ტურისტული ბიზნესი კატასტროფის პირას იყო. გარდა ამისა, ომის დაწყებიდან, სიმფეროპოლის აეროპორტი დაკეტილია. ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით (არმიანსკში, ჯანკოიში, ქერჩში და ა.შ.) ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დააწესა ყირიმში საშუალო დონის რეაგირების რეჟიმი.ტურისტები უარს ამბობენ ნახევარკუნძულზე დასასვენებლად წასვლაზე, რომელიც რეალურად აღმოჩნდა ფრონტის ზონა, თქვა ბორის ზელინსკიმ, ოკუპირებულ ყირიმში ტურიზმის ინდუსტრიის რუსეთის კავშირის ხელმძღვანელმა. უფრო მეტიც, მისი თქმით, მატერიკიდან სეზონურ მუშაკებს ყირიმში ჩასვლის ეშინიათ.ეკა უკლება
1686143210

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასფალტის საფარი 1 600 მეტრ სიგრძეზე დაიგება.მისი თქმით, პროექტის პირველ ეტაპზე მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება.„ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ცხადია, უამრავი გამოწვევა არსებობს და ეტაპობრივად მივყვებით. გვინდა, ყველა იმ ქუჩისა და გამზირის მოწესრიგება-განახლება მოხდეს, რომელიც პრობლემურია და პრიორიტეტულია. 10 ივნისიდან ვიწყებთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პირველ რიგში, შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს და მოწესრიგებას საჭიროებს. 1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი. დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.სატრანსპორტო საშუალებებს მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.ასევე პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად – სოფელ თხინვალიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი გაემართება სოფელ თხინვალის მიმართულებით.N302, N304, N310, N392 ავტობუსები უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან წრეზე მობრუნდებიან კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ, სადაც იქნება მათი ბოლო გაჩერება.
1686140841
რამ გამოიწვია ლარის მოულოდნელი გაუფასურება და მერყეობა - ისევ გამყარდე...
1685003828
ვაჟა-ფშაველას გამზირზე 37-სართულიანი კომპლექსი აშენდება
1685794450
პოლონეთში LG-ის ქარხანა რუსეთს ტელევიზორებს პარალელური იმპორტით აწვდის
1685968660
დავით არახამიას უკრაინაში კორუფციაში ადანაშაულებენ - საქმე ტრილიონებს...
1685353710
ისტორიაში პირველად - 2023 წლის I კვარტალში ყველაზე გაყიდვადი მანქანა ე...
1685349460