პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენისას, სებ-ის მოქმედიმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ერთ-ერთმა კანდიდატმა ვახტანგ ბურკიაშვილმა განაცხადა, რომ სებ-ი გააგრძელებს სავალუტო რეზერვების ხარჯვას, თუ ბაზარზე ადგილი ექნება მოკლევადიან მერყეობას, რაც არაფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების მიერ იქნება გამოწვეული.

"კურსი როდესაც არაფუნდამენტური ფაქტორების გამო მოკლევადიანი აჟიოტაჟის შედეგად გადის რკალიდან, ეროვნული ბანკი იყენებს რეზერვებს და მათ ყიდის. ეს ხდება არაფუნდამენტური ფაქტორების პირობებში“, -თქვა ბურკიაშვილმა.

ცნობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატს მხარი დაუჭირა. მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი, ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე წარუდგინა.