2024 წლის ივლისში, წლიურად გაიზარდა როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად კვლავ მზარდია. 2024 წლის ივლისში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად, 46%-ით გაიზარდა.
ივლისში, „თიბისი ბანკის“ არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპმა 52% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 377 ლარი იყო.