თიბისი ლიზინგმა, 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი მოიზიდა თავისი გრძელვადიანი პარტნიორი „BlueOrchard Microfinance Fund”-ისგან . რესურსი სრულად იქნება მიმართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) გაძლიერებისკენ. BlueOrchard Microfinance Fund წარმოადგენს გლობალური გავლენის მქონე ინვესტიციების მმართველი წამყვანი კომპანიის — BlueOrchard Finance Ltd-ის ფონდს, რომელიც Schroders Group-ის წევრია.
ეს „თიბისი ლიზინგის“ ისტორიაში ცალკეული ინვესტორისგან მოზიდული ყველაზე მასშტაბური დაფინანსების ხელშეკრულებაა, რომელიც ხაზს უსვამს ორივე ინსტიტუტის ერთგულებას ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობისა და MSME სექტორისთვის დივერსიფიცირებული ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზების მიმართ.
რესურსი წარმოადგენს სტრატეგიულ შესაძლებლობას, რომელიც ადგილობრივ ბიზნესებს აძლევს კაპიტალზე წვდომის გაფართოების, მეწარმეობის წახალისებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის შესაძლებლობას. MSME-ები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ეკონომიკაში, მათი წილი მთლიანი წარმოების ღირებულების 55%-ზე მეტსა და კერძო სექტორის ბრუნვის თითქმის 35%-ს შეადგენს.
აღნიშნული ფინანსური რესურსი „თიბისი ლიზინგს“ საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გააძლიეროს ინოვაციური და მოქნილი ფინანსური პროდუქტები, რომლებიც მორგებულია MSME სექტორის დინამიკურ საჭიროებებზე. ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესებით, კომპანია მიზნად ისახავს ბიზნესების მდგრადობის გაძლიერებას, ინოვაციების ხელშეწყობას და გრძელვადიანი ღირებულების შექმნას საქართველოს ეკონომიკის ძირითად სექტორებში.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ მნიშვნელოვანი გარიგების საშუალებით კიდევ უფრო ვაფართოებთ პარტნიორობას BlueOrchard-თან. ეს თანამშრომლობა ნათლად ასახავს ორივე მხარის საერთო ხედვას — ხელი შეუწყოს ფინანსური ინკლუზიურობის განვითარებას და მხარი დაუჭიროს საქართველოში არსებულ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. კაპიტალზე წვდომის გაფართოებითა და ინოვაციების ხელშეწყობით, ჩვენ არა მხოლოდ ვაძლიერებთ ადგილობრივ ბიზნესებს, არამედ ვქმნით უფრო ფართო ეკონომიკურ და სოციალურ გავლენას.“ — ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.
„თიბისი ლიზინგთან პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს BlueOrchard-ის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდას და ფინანსურ ინკლუზიურობას. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას და მეწარმეობის გაძლიერებას მთელ საქართველოში.“ - ქეთევან ხუსკივაძე, BlueOrchard-ის ევრაზიის რეგიონალური დირექტორი.
ხელმოწერის ცერემონია, რომელიც 2025 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა, თიბისი ლიზინგსა და BlueOrchard-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს. პარტნიორობა ასახავს ორმხრივ ვალდებულებას პასუხისმგებლობიანი დაფინანსების, მდგრადი ზრდისა და საქართველოში გავლენის მოხდენისკენ მიმართული ინვესტიციების მიმართ.












