„სელფი მობაილმა“ აბონენტებისთვის მასშტაბური წამახალისებელი გათამაშება დაიწყო, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველ შევსებულ ₾5 დააგროვონ ბილეთები და მოიგონ 5 000, 10 000, 20 000, 50 000 ან 100 000 ლარი“,- ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გათამაშებაში ჩართვა მარტივია - აბონენტს შეუძლია დაადასტუროს მონაწილეობა ერთ-ერთი გზით: აკრიფოს USSD კოდი *2525#, ჩაერთოს MyCellfie აპლიკაციით, დარეკოს სელფის სატელეფონო ცენტრში - 110101.

„ბილეთი ირიცხება ყოველ ჯერზე, როდესაც აბონენტი შეავსებს ბალანსს 5 ლარით. მაგალითად, ₾5 შევსებისას მიიღებთ 1 ბილეთს, ₾10 შევსებისას - 2 ბილეთს და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ბალანსი ივსება სელფის აპლიკაციით MyCellfie App, ბილეთების რაოდენობა ორმაგდება. პორტირებული აბონენტები ავტომატურად ერთვებიან გათამაშებაში და საჩუქრად იღებენ 5 ბილეთს.

გათამაშება ტარდება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის და სელფი მობაილის Facebook გვერდის პირდაპირ ეთერში, ყოველ კვირა დღეს, 11:00 საათზე, სადაც ყოველ ჯერზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული და თითოეულს ერგება პრიზად ₾5000. ფინალური ეთერი შედგება 28 დეკემბერს და გათამაშდება:

🏆 3 პრიზი ₾10,000 🏆 1 პრიზი ₾20,000 🏆 1 პრიზი ₾50,000 🏆 მთავარი პრიზი ₾100,000

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.