გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე ძირითადად ძირითადად გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 83.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.04% წინა კვირასთან შედარებით და +10.77% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 227 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.65 - 84.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 37.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -11.01% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 418 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.15 - 37.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 133 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 26.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.19% წინა კვირასთან შედარებით და +7.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 190 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.40 - 26.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 36 ათასი აქცია შეადგინა.