ტურიზმის აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერია, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რაოდენობრივ ნაწილში ტურიზმის მაჩვენებელი ჯერჯერობით არ არის დაბრუნებული იმ მაჩვენებელზე, რა რაოდენობაც პანდემიამდე გვქონდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ამბობს, რომ გასულ წელს ტურიზმის აღდგენა საკმაოდ ძლიერი იყო, მიღებულმა შემოსავალმა 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 

„შემოსავლების ეს მოცულობა პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს, რომელიც საქართველოსთვის თავის მხრივ რეკორდული იყო.

ტურიზმის აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერია, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რაოდენობრივ ნაწილში ტურიზმის მაჩვენებელი ჯერჯერობით არ არის დაბრუნებული იმ მაჩვენებელზე, რა რაოდენობაც პანდემიამდე გვქონდა....

დაახლოებით 70%-ის ფარგლებშია, რაც, მეორე მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ტურიზმს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ მიმდინარე 2023 წელს იგი საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. მიმდინარე წელს ქვეყანას დაახლოებით 30-40%-იანი ზრდის შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა ხუციშვილმა.