გალთ & თაგარტის ცნობით, 15–19 მაისის კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. საქართველოს ბანკი, წინა კვირასთან შედარებით მინუსში გავიდა, თიბისი და Georgia Capital პლუსში არიან.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 32.70 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.65% წინა კვირასთან შედარებით და +15.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 865 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.70 - 35.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 135 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.90 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +6.64% წინა კვირასთან შედარებით და +12.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 479 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.75 - 24.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.49 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +2.17% წინა კვირასთან შედარებით და +7.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 290 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.10 - 8.53 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასი აქცია შეადგინა.