გალთ & თაგარტის 25–29 მარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქარნთული კომპანიების ფასები როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან მიმართებით, გაზრდლია. ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს ბანკის აქციებმა აჩვენა.ა

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 50.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.54% წინა კვირასთან შედარებით და +7.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 311 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.30 - 51.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 32.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.23% წინა კვირასთან შედარებით და +8.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 195 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.00 - 32.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.26 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.07% წინა კვირასთან შედარებით და +8.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 423 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.16 - 13.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 123 ათასი აქცია შეადგინა.