გალტ & თაგარტის 22–26 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები, წინა კვირასთან შედართებით დიდად არ შეცვლილა.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.78% წინა კვირასთან შედარებით და +16.31% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 232 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.00 - 46.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.17% წინა კვირასთან შედარებით და +19.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 401 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.00 - 30.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.66% წინა კვირასთან შედარებით და +12.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 241 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.44 - 11.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 90 ათასი აქცია შეადგინა.