გალთ & თაგარტის 5–9 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის ჯგუფისა და Georgia Capital-ის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, შემცირებულია. გაზრდილია თიბისი ბანკის ჯგუფის კაპიტალიზაცია.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.06% წინა კვირასთან შედარებით და - 4.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 107 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.60 - 38.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.03% წინა კვირასთან შედარებით და +5.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 133 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.10 - 29.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.42% წინა კვირასთან შედარებით და +6.70% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 159 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.14 - 11.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.