2024 წლის ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით (50 %- ზე მეტი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით). 2024 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 86.8 მლრდ ლარს შეადგენს.

მარეგულირებლის ინფორმაციითმ საბანკო სექტორის კაპიტალი 13.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.0 პროცენტია.