„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში აღარ იძებნება.

Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში 500 მსხვილი ბიზნესმენია წარმოდგენილი. მათგან ყველაზე „ღარიბის“ ქონება 6.32 მილიარდი დოლარია, ყველაზე მდიდრის კი 335 მილიარდი დოლარი.

რაც შეეხება Forbes-ს, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 1 373-ე ადგილზეა. Forbes-ი ივანიშვილის ქონებას 2.7 მილიარდ დოლარად აფასებს.