საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 2.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის II კვარტალთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა და 2 251.8 ლარი შეადგინა.

2024 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (53.7%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით იყო შესრულებული. ამასთან, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 850.4 ათასი და 569.2 ათასი ვიზიტი.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.1 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.8 ღამე) 5.1%-ით მეტია.

განხორციელებული ვიზიტების 73.9% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ამასთან, ვიზიტორების უმრავლესობა, 46.9%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40.6 პროცენტს შეადგენდა.