საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

2024 წლის 30 აპრილის განმავლობაში, სავალუტო რეზერვების მოცულობა, მარტთან შედარებით 37 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4.81 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ ზრდის მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სავალუტო რეზერვები 325 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი დოლარი იყიდა სებ-მა აპრილში, თუმცა მარტში მისი შესყიდვები 128 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის 4.81 მილიარდიან რეზერვებს შორის 529 მილიონი დოლარი ოქროზე მოდის, რომლის შესყიდვაც სებ-მა მარტში დაიწყო და აპრილის პირველ კვირაში დაასრულა. მთლიანობაში ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა მონეტარული ოქრო შეიძინა.