2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი (985.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველომ 187.3 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გზავნილები 754%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ თებერვლის გზავნილების სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციაზეა.

თებერვალში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო:

  • რუსეთის ფედერაცია - $187.3 მლნ / წლიური ზრდა 754%;
  • იტალია - $38.9 მლნ / ზრდა 18%;
  • აშშ - $30.5 მლნ / ზრდა 44%;
  • საბერძნეთი - $17.4 მლნ / ზრდა 12%;
  • ისრაელი - $16.4 მლნ / ზრდა 16%;
  • გერმანია - $14.7 მლნ / ზრდა 29%;
  • ყაზახეთი - $12.9 მლნ / კლება 6%;
  • თურქეთი - $8.8 მლნ / ზრდა 19%;
  • ყირგიზეთი - $6.2 მლნ / ზრდა 83%;
  • ესპანეთი - $4.3 მლნ / კლება 2%.