მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი იაპონიაშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში - ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის ივლისის რეიტინგში წერია.
რეიტინგის მიხედვით, ძვირი იპოთეკური სესხებით, 96 ქვეყანას შორის, საქართველო მე-19 ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 11,7% -ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იპოთეკური სესხები მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია მათ შორის მეზობელ აზერბაიჯანთან შედარებით, რუსეთსა, თურქეთსა და სომხეთთან შედარებით კი, მცირედით იაფი. კერძოდ, თურქეთში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 35,88%-ს შეადგენს, სომხეთში - 15,13%-ს, რუსეთში - 12,01%-ს, აზერბაიჯანში კი 9,20%-ს. (აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე).
Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია:
იაპონია - 1,85%
ტაივანი - 1,91%
ლუქსემბურგი - 2,47%
შვეიცარია - 2,53%
ბელგია - 3,16%
საფრანგეთი - 3,26%
ავსტრია - 3,42%
ფინეთი - 3,48%
ესპანეთი - 3,51%
სინგაპური - 3,52%
Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია:
არგენტინა - 59,91%
თურქეთი - 35,88%
ვენესუელა - 24,50%
ირანი - 22,32%
უზბეკეთი - 22,10%
პაკისტანი - 20,11%
შრი-ლანკა - 18,18%
უკრაინა - 17,99%
ყაზახეთი - 17,02%
ბელარუსი - 15,92%
წყარო: BPN.GE













