„ჩვენ არა ვართ თავში ხელწამოსარტყამი ქვეყანა“ - ვაჟა ბერიძე
- მოგვწონს ეს თუ არა, დღეს
არსებული მოცემულობის
გათვალისწინებით ბიძინა
ივანიშვილს
ხელისუფლებიდან ვერავინ
გაუშვებს. მან არჩევნები
მოიგო და ახალი არჩევნები
რომ ჩატარდეს, იმასაც
მოიგებს, იმიტომ, რომ მისი
ფინანსური და ადამიანური
რესურსი ბევრად აღემატება
პოლიტიკური სპექტრის
შესაძლებლობებს.
ერთადერთი გამოსავალი
ქვეყანაში არსებული
სიტუაციის იმდაგვარად
შეცვლაა, რომ ივანიშვილი
იძულებული გახდეს წავიდეს.
ის უნდა შეცვალოს არა
მისივე დანიშნულმა
ოპოზიციამ, მაგალითად,
"ხალხის ძალამ", არამედ
ივანიშვილის საპირწონე
პერსონის გარშემო
ჩამოყალიბებულმა ძალამ. თუ
ამას ვერ მოვახერხებთ,
ჩვენი ქვეყნის
სუვერენიტეტს საფრთხე
დაემუქრება. საქართველო
ვალდებულია, როგორც
იმპერიის დაცემის შედეგად
წარმოქმნილი ყველა
ქვეყანა, დაამტკიცოს, რომ
სუვერენულ სახელმწიფოდ
არსებობის უფლება აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ
უძველესი ცივილიზაციის
ქვეყანა ვართ, ეს
დასამტკიცებელი
გვაქვს.ქართველებმა ერთი
რამ კარგად უნდა გავიაზროთ
- ჩვენ არა ვართ თავში
ხელწამოსარტყამი ქვეყანა,
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო
საუკუნეების განმავლობაში
დიდი იმპერიების
შემადგენლობაში ვიყავით.
როგორი პოზიციაც არ უნდა
ჰქონდეს დასავლეთს და
რასაც არ უნდა ფიქრობდნენ
სალომე ზურაბიშვილზე, მისი
ლეგიტიმურობა 29 დეკემბერს
დასრულდება. ქართველები
ბუნებით მეტაფიზიკოსები
ვართ და პრობლემის მიღმა
არსებული საკითხები
გვაინტერესებს.
შეგახსენებთ,თავის დროზე,
ზურაბიშვილი იმიტომ კი არ
ავირჩიეთ, რომ კონკრეტულად
მისი პერსონა იყო ჩვენთვის
საინტერესო, არამედ იმის
გამო, რომ ის ივანიშვილის
კანდიდატი იყო.
შესაბამისად, თუ სალომე
ზურაბიშვილს სურს
პრეზიდენტად დარჩენა, მან
უნდა მიიღოს მონაწილეობა
ახალ არჩევნებში.- და მაინც,
რა მოხდება, თუ სალომე
ზურაბიშვილი უარს იტყვის
პრეზიდენტის პოსტის
დატოვებაზე?- თუ კიდევ
დიდხანს გაგრძელდება
ასეთი "გაიწიე-გამოიწიე" ეს
ჩვენი ტერიტორიამორღვეული
ქვეყანა უფრო მძიმე
მდგომარეობაში ჩავარდება.
იმის ნაცვლად, აფხაზეთში
არსებულ ვითარებას
ყურადღებით ვაკვირდებოდეთ
და გარკვეულ სტრატეგიაზე
ვმუშაობდეთ,
ერთმანეთისთვის
მუჯლუგუნების კვრით ვართ
დაკავებული. ახლა გვყავს
ხელისუფლება, რომელიც
მესამე ვადის დასრულების
შემდეგ უნდა წასულიყო,
მაგრამ არ მიდის, მეორე
მხარეს კი არის ხალხი,
რომელიც ამბობს, რომ თუ
ხელისუფლებაში დასავლეთის
მხარდაჭერილი ძალა არ
იქნება, საქართველოს
სუვერენიტეტი იქნება
ბლეფი და გადავალთ რუსულ
ორბიტაზე, ჩელიაბინსკში
გავიღვიძებთ და ა.შ.- თქვენი
შეფასებით, დასავლეთის
მხარდაჭერის გარეშე
დარჩენილ საქართველოს არ
ემუქრება საფრთხე რუსეთის
ან თუნდაც რეგიონის სხვა
დიდი მოთამაშისგან?-
დასავლეთის მხარდაჭერის
გარეშე არათუ ჩვენი
ინტერესების,
სუვერენიტეტის დაცვაც
გაგვიჭირდება, მაგრამ,
მეორე მხრივ, მიუღებელია
დასავლეთის ულტიმატუმები
იმის შესახებ, რომ უნდა
ავირჩიოთ სააკაშვილი ან
უკიდურეს შემთხვევაში
სალომე ზურაბიშვილი და
მისი შექმნილი პოლიტიკური
დაჯგუფება.- შეგიძლიათ
შეგვახსენოთ რომელიმე
დასავლელი პოლიტიკოსი,
რომელმაც ასეთი შინაარსის
განცხადება გააკეთა?- აბა,
ვისი მოსვლა სურთ ახლა
ხელისუფლებაში? პრემიერ
ირაკლი კობახიძის
განცხადება ევროკავშირთან
მოლაპარაკებების 2028 წლამდე
გადავადების თაობაზე იმ
დღესვე გავაპროტესტე. უფრო
მეტიც, პრემიერს საჯაროდ
მოვუწოდე, ამ განცხადების
დეზავიურებისკენ.
იმთავითვე ვიცოდი, რომ ამას
ძალიან ბევრი პრობლემა
მოჰყვებოდა როგორც
საზოგადოებისთვის, ისე
ქვეყნისა და
ხელისუფლებისთვისაც. მან
ეს არ გააკეთა და ეს იყო
შეცდომა. იმასაც გეტყვით,
რომ უკეთესი იქნებოდა,
"ოცნებას" პრეზიდენტად
გამოცდილი პოლიტიკოსი
აერჩია. ყაველაშვილი არ
არის ხალხის არჩეული
პრეზიდენტი, ის
ივანიშვილის არჩეულია. კი,
ხელისუფლება შეცდომებს
უშვებს, მაგრამ მაინც
ახერხებს პროცესების
მართვას და ამ ყველაფერს
აკეთებს ისე, როგორც
კანონმდებლობა
ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ
დეკემბერია და ცივა, ისეთ
მნიშვნელოვან დღეს,
როგორიც პრეზიდენტის
არჩევა-დამტკიცებაა,
ძალიან ცოტა ხალხი
გამოვიდა ქუჩაში. 50 000 კაცი
მაინც უნდა შეკრებილიყო,
ღამე გაეთიათ პარლამენტის
ეზოში და დილით დიდი ხმაური
აეტეხათ. ამის ნაცვლად
მთავარი აქცენტი ნაძვის
ხის დადგმასა და
განათებაზე იყო
გადატანილი, რაც, ოპოზიციის
უსუსურობის მაჩვენებელია.
თქვენ ოპოზიცია შენიშნეთ
სადმე?კიდევ ერთი პრობლემა
- ამ თითქოსდა სახალხო
პროტესტმა ერთი
ახალგაზრდა ან თუნდაც
შუახნის ლიდერიც კი ვერ
გამოკვეთა. მარტო
ახალგაზრდებს კი არა, არც
ასაკოვნებს მოგვწონს
ევროინტეგრაციის გზიდან
გადახვევა, მაგრამ...
სინამდვილეში, მოხდა
ძალიან ცუდი რამ -
ოპოზიციის პროტესტი
ჩაფლავდა. ეს არც
ხელისუფლებისთვის არის
კარგი ამბავი. ჩვენ
დავინახეთ, რა უნიათო
მოწინააღმდეგე ჰყოლია
ხელისუფლებაში მყოფ ძალას.-
როგორ გგონიათ, ჩვენი
პარტნიორი ქვეყნების
ლიდერები მიულოცავენ
გაპრეზიდენტებას მიხეილ
ყაველაშვილს?- ვფიქრობ, რომ
არ მიულოცავენ. ჯერ ყველა
ტრამპის ადმინისტრაციის
ამოქმედებას ელოდება,
მაგრამ ამაოდ... მაისამდე
ძალიან ძნელი იქნება იმის
გარკვევა, თუ როგორი
შეიძლება იყოს ტრამპის
ადმინისტრაციის პოზიცია.
ბიძინა ივანიშვილსა და
ირაკლი კობახიძეს ტრამპის
ადმინისტრაციის ძალიან
დიდი იმედი აქვთ, მაგრამ
გასათვალისწინებელია ერთი
ფაქტორი - ტრამპი ნამდვილი
რევოლუციონერია და მისი
ამოცანა დასავლეთის
ლიბერალური
დემოკრატიისგან დახსნაა,
მაგრამ ეს ძალიან რთული
ამოცანაა. როგორც კი ტრამპი
"ძალაში შევა", მას მოუწევს
ანგარიში გაუწიოს იმას,
რასაც ჩვენ "დიფ სთეითს"
ვუწოდებთ - სახელმწიფოს
სიღრმეში მიმდინარე
განშტოებებს, რომლებიც
რეალურად მართავენ
ამერიკას და არა მარტო მას.
წინააღმდეგობას რომ
გაუწევს, ცხადია, მაგრამ
საინტერესო ის იქნება,
რამდენად დიდს, რა დონეზე
მოუწევს ანგარიშის გაწევა
და დათმობა. სხვათა შორის,
აღსანიშნავი ამბავია, რომ
ტრამპი არღვევს
ინაუგურაციის ტრადიციას
და ღონისძიებაზე იწვევს ორ
პოლიტიკურ ლიდერს - სი
ძინპინსა და ორბანს.
ამერიკის პრეზიდენტების
ინაუგურაციაზე არასდროს
არც ერთი ქვეყნის ლიდერი არ
მიუწვევიათ. საინტერესოა,
რატომ აკეთებს ამას ტრამპი,
რა ნიშნით შეარჩია მხოლოდ
ძინპინი და ორბანი.-
განსაკუთრებით
საინტერესოა სი ძინპინის
მიწვევის საკითხი, თუ
ტრამპის ჩინეთისადმი
დამოკიდებულებას
გავითვალისწინებთ.- სი
ძინპინს ნამდვილად
ჰაერივით სჭირდება
ამერიკასთან ურთიერთობა,
ერთი მხრივ, დიდი სასაქონლო
ბაზრისა და მეორე მხრივ,
ტექნოლოგიების
სრულყოფისათვის,
ეკონომიკის
ასამუშავებლად. კაცმა არ
იცის, რა გარიგება დაიდება
დონალდ ტრამპსა და სი
ძინპინს შორის და რა ელის
მათ მთავარ სამიზნეს -
რუსეთს. პუტინი თავისას
ცდილობს, ფართხალებს,
მაგრამ მისი ბედი საბოლოოდ
მაინც ამ ორი დიდი
მოთამაშის ხელშია. ამ
მოცემულობაში ძალიან
მნიშვნელოვანია სწორი
პოლიტიკური ნაბიჯები
გადავდგათ, მაგრამ რას
ვაკეთებთ? ისიც კი არ
შეგვიძლია, რომ ერთმანეთს
დაველაპარაკოთ. ამიტომაც
იბადება კითხვა -
ვიმსახურებთ კი
დამოუკიდებლობას?
არჩევნებსაც თუ ვერ
ვატარებთ, რისთვის ვიკლავთ
თავს? ისიც კი არ ვიცით, რას
ან რატომ ვითხოვთ. ახალ
არჩევნებს რომ ვითხოვთ,
ვიცით, რომ ეს ნამდვილად
იქნება გამოსავალი?- რატომ
არ იქნება?- იმიტომ, რომ ახალ
არჩევნებს ახალი
საარჩევნო კანონმდებლობა
და ახალი საარჩევნო
ადმინისტრაცია სჭირდება.
როგორ უნდა შეთანხმდნენ ამ
საკითხზე მხარეები,
როდესაც ერთნი ალთას არიან,
მეორენი ბალთას, არც
უსმენენ
ერთმანეთს.ვადამდელ
არჩევნებში ხელისუფლების
გამარჯვება ოპოზიციისთვის
ხარაკირია, ოპოზიციის
გამარჯვება კი "ქართული
ოცნების" პოლიტიკურ
მოუსავლეთში წასვლა და
კიდევ მეტიც, ისტორიაში
შავ-ბნელ ძალად
შესვლა.როდესაც
არჩევნებში მარცხი ორივე
მხარისთვის ფიზიკური
ლიკვიდაციის ტოლფასია,
როგორ შეიძლება არჩევნები
გამოსავალი იყოს?
არჩევნების გარდა,
უცხოეთის ფაქტორიც ხომ
გასათვალისწინებელია?
როგორც გაირკვა, ჩვენი
ინტერესების დამცველი
არავინ არის. ისღა
დაგვრჩენია, დავაკვირდეთ,
ვინ გახდება ჩვენს
რეგიონში დომინანტი -
ამერიკა, რუსეთი თუ თურქეთი
და ამის მიხედვით მივიღოთ
გადაწყვეტილება. სხვათა
შორის, ძალიან
მნიშვნელოვანია ირანის
ფაქტორი, რომელიც ახლა
მთვლემარე
მდგომარეობაშია, მაგრამ თუ
გამოიღვიძა, მტერს...სხვათა
შორის, ბოლო 20 წლის
განმავლობაში
საქართველოში პოლიტიკური
სპექტრი ორ ძირითად
მიმართულებად იყოფოდა -
პრორუსულებად და
პროდასავლურებად, ორივეს
შესაბამისი რუსული ძალები
მართავდა. მე არა მგონია,
რუსეთს შევარდნაძის
მმართველობის დროს იმაზე
დიდი სარგებელი მიეღოს
საქართველოდან, ვიდრე
სააკაშვილის დროს მიიღო.
რუსეთმა სწორედ
სააკაშვილის მმართველობის
დროს დააბრუნა
საქართველოში 1999 წლის
სტამბოლის შეთანხმების
ძალით გაყვანილი სამხედრო
ბაზები. უფრო მეტიც, კოდორი
და ახალგორიც წაგვართვა.
გამოდის, თვითკმარი
პოლიტიკური პროცესი არა
გვაქვს და განწირულნი ვართ
იმისთვის, რომ ვიყოთ
მარიონეტები, სხვათა ნების
აღმსრულებელნი.- საუკეთესო
გამოსავლად რას მიიჩნევთ?-
ოპოზიციის პარლამენტში
შესვლასა და ხელისუფლების
შესაცვლელად ბრძოლის
დაწყებას საზოგადოების
ჯანსაღ ძალებთან
ერთად.წყარო:ხათუნა
ბახტურიძე"კვირის პალიტრა"
1734695336