რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთში დაბლოკილია. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, პეტრ სიიარტომ განაცხადა.

უნგრეთი იყო ერთ-ერთი იმ სამი ევროპული ქვეყნიდან, რომელიც აგრძელებდა რუსეთისგან ბარელების მიღებას. სიიარტოს თქმით, მიზეზი "ლუკოილის" წინააღმდეგ უკრაინის ახალი სანქციები გახდა.

ივნისში კიევის სანქციების გამკაცრებამ დე ფაქტო აუკრძალა ლუკოილს, დრუჟბას ნავთობსადენის გავლით ნავთობის მიწოდება. ლუკოილი ყოველწლიურად 4 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს უნგრეთში ახორციელებდა.