წელს აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი ევროპაში დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს

"2021 წელს ჩვენმა გაზის ექსპორტმა ევროპაში 8 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგინა, წელს კი დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წარმოადგენს აზერბაიჯანული გაზის მთლიანი ექსპორტის 50 პროცენტს. სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: „2027 წლისთვის ევროპისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა გაორმაგდება და ჩვენ თავდაჯერებულად მივდივართ ამ მიზნისკენ“.