რუსული გაზის ევროპაში მიწოდების განაცხადმა უკრაინისა და "სუჯას" სადგურის გავლით 20 მაისს 40,7 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

ერთი დღით ადრე განაცხადის დონე 41,3 მილიონი კუბური მეტრი იყო დღეში.

ტრანზიტის ხელშეკრულების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 109 მლნ კუბურ მეტრს დღეში.

11 მაისიდან უკრაინამ შეწყვიტა სატრანზიტო გაზის მიღება სოჰრანივკას სადგურის გავლით, ფორსმაჟორული გარემოებების მოტივით და შესთავაზა ყველა სატრანზიტო მოცულობის სუჯაში გადატანა.

ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტის - Nord Stream მილსადენის ამოტუმბვა 2 სექტემბერს მთლიანად შეწყდა.

რუსული გაზის ტრანზიტი პოლონეთის გავლით გერმანიაში Yamal-Europe მილსადენით, რომლითაც გადიოდა გაზპრომის საექსპორტო მიწოდების 15%-მდე ევროპასა და თურქეთში, შეწყდა რუსეთის საპასუხო სანქციების შემდეგ გაზსადენის პოლონელი მფლობელის წინააღმდეგ.

ეკა უკლება