რუსულმა ნავთობკომპანიამ „ლუკოილმა“ და იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Eni-მ განაცხადები წარადგინეს კონგოს რესპუბლიკაში ოფშორული საბადოების Marine 24 და Marine 31-ზე, მათზე მუშაობა განხორციელდება წარმოების გაზიარების ხელშეკრულებით, იტყობინება "ინტერფაქსი" ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტზე, ივან რომანოვსკიზე დაყრდნობით. 

„ეს განაცხადები წარმოდგენილი იყო კომპანია Eni-სთან ერთად და მიღებული იქნა მთავრობის მიერ“, - ციტირებს რომანოვსკის ინტერფაქსი.

ლუკოილის მონაწილეობის წილი შეიძლება იყოს 43%.

რომანოვსკიმ განმარტა, რომ კომპანიები ახლა განიხილავენ საბოლოო კომერციულ პირობებს საბადოების განვითარების განაცხადებისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ტექნიკურად ჩვენ ვიყავით ამ ტენდერებში გამარჯვებულები იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი კომპანიები, რომლებმაც განაცხადეს ამ ბლოკების განვითარების შესახებ“, - განაცხადა მან.

ეკა უკლება