ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 620,2 ათასი ტონა, რაც 66 ათასი ტონით ანუ 11,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (554,2 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის,  2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 307,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 313 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 165,1 ათასი ტონა (53,7%);  A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 136 ათასი ტონა (44,3%);  A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 6,1 ათასი ტონა (2%);

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 327,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 52,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 84,7 ათასი ტონა - 13,7%;  რუმინეთი - 68,3 ათასი ტონა - 11%; აზერბაიჯანი - 56,4 ათასი ტონა - 9,1%; ბელარუსი - 33,2 ათასი ტონა - 5,3%; თურქმენეთი - 17,2 ათასი ტონა - 2,8%; საბერძნეთი - 13,5 ათასი ტონა - 2,2%; თურქეთი - 6,9 ათასი ტონა - 1,1% კვიპროსი - 6,3 ათასი ტონა - 1%; და სხვ.