თურქეთის მიერ გამოკვლეულმა გაზის მარაგმა შავ ზღვაში შეიძლება ქვეყნის საჭიროებები მომდევნო 30 წლის განმავლობაში დაფაროს.

ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა სტამბოლში ფორუმზე „თურქეთის საუკუნე ენერგეტიკაში“ სიტყვით გამოსვლისას, იუწყება TVnet.

„შავ ზღვაში არსებული გაზის მარაგი მოიცავს ჩვენს საჭიროებებს მომდევნო 30 წლის განმავლობაში.

ახალი შესწავლილი საბადოებით ეს პერიოდი კიდევ უფრო გაიზრდება. შავი ზღვის გაზის მოპოვების პირველი ეტაპი, იმედი გვაქვს, მარტში დაიწყება“, - განაცხადა მინისტრმა.