ნორვეგიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია Equinor-მა, ჩრდილოეთ ზღვაში შელფზე ნახშირწყალბადების ახალი საბადო აღმოაჩინა.

ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, Equinor-მა აღმოაჩინა ნავთობი და გაზი ჩრდილოეთ ზღვაში ტროლის საბადოს მახლობლად.

წინასწარი შეფასებით, ნახშირწყალბადების მოცულობა მერყეობს 24-დან 84 მილიონ ბარელი ნავთობის ეკვივალენტი, ხოლო ნავთობი ოდნავ მეტია გაზზე.

ნორვეგიულმა კომპანიამ აღნიშნა, რომ ეს არის Equinor-ის მერვე აღმოჩენა ამ მხარეში 2019 წლის შემდეგ.