ბრაიანსკის რეგიონში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს „დრუჟბას” მილსადენის ნოვოზიბკოვის ნავთობის სატუმბ სადგურზე, განაცხადა „ტრანსნეფტის” სპიკერმა, იგორ დემინმა.

„წუხელ და დღეს დილით, არაინდუსტრიული წარმოების პლასტმასის კოლოფებში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობები ფოლადის ბურთულების სახით. სავარაუდოდ, კორპუსის განადგურება მოხდა თვითმფრინავებიდან ჩამოვარდნისას მიწაზე დაცემის შემდეგ”, - თქვა დემინმა.

ის ვარაუდობს, რომ „დივერსიის ორგანიზატორები არ აპირებდნენ ობიექტის დანგრევას, არამედ ადამიანების მოკვლას ნავთობსადენის სადგურზე მომსახურე სამოქალაქო პერსონალიდან“. დემინმა ასევე დასძინა, რომ 15 მარტს, შუადღისას კომპანიამ შენიშნა დრონი, საიდანაც ჩამოაგდეს სხვა მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ზიანი არ ყოფილა. გამოძიება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, „ტრანსნეფტი” იტყობინება, რომ 2023 წელს ნოვოზიბკოვი არ გამოიყენებოდა ნავთობის ტუმბისთვის და ცარიელი იყო.

მანამდე სადგური 31 იანვარს დაბომბეს. ჭურვი ობიექტის ტერიტორიაზე მოხვდა, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა. მაშინ კომპანიამ თქვა, რომ ნოვოზიბკოვი გამოიყენება მხოლოდ პიკური დატვირთვის დროს და რადგან ახლა ასეთი საჭიროება არ არის, სადგური უმოქმედოა.

ეკა უკლება