სინგაპურის ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები აფიქსირებენ მოთხოვნის ზრდას ნავთობის შესანახი ავზების დაქირავებაზე, იტყობინება Bloomberg. ეს ტენდენცია განპირობებულია იმით, რომ ექსპორტიორები სინგაპურის საცავებში ურევენ იაფ ნავთობპროდუქტებს რუსეთიდან უფრო ძვირიან და არასანქცირებულ საწვავთან, რის გამოც ახერხებენ შეზღუდვების გვერდის ავლასა და მოგების გაზრდას.

უილიამ ტანმა, სინგაპურში დაფუძნებული საკონსულტაციო ფირმის Miyabi Industries-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, თქვა, რომ მოვაჭრეები და მომწოდებლები იჯარით იღებენ ხმელეთზე რეზერვუარებს და მცურავ ოფშორულ საწყობებს ქალაქ-სახელმწიფოში.

მათში ექსპორტიორები იაფფასიან რუსულ საწვავს ურევენ სხვა კლასის საწვავს, რისი დახმარებითაც იღებენ შერეულ მაზუთს. მის რეალიზაციას, უილიამ ტანის გათვლებით, ბაზრის მონაწილეებისთვის 20%-მდე მოგება მოაქვს (10-12%-იანი მოგება საწვავის მინარევების გარეშე გაყიდვისას).

Miyabi Industries-ის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ეს ტენდენცია 2022 წლის ოქტომბრიდან შეიმჩნევა. ენერგეტიკული კომპანია Advario Asia Pacific Pte-ის Bloomberg-ის უსახელო წყაროს თანახმად, სინგაპურის რეზერვუარებში ნავთობის შესანახად მოთხოვნა გასული წლის დეკემბრამდე გაიზარდა.

გადამზიდავი კომპანია Vortexa-დან მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ 2022 წლის დეკემბერში სინგაპურის ტერმინალებმა მიიღეს რუსული ნავთობისა და საწვავის ნავთობის ორჯერ მეტი მოცულობა, ვიდრე ერთი წლის წინათ. მოსალოდნელია, რომ შერეული ნავთობპროდუქტების რეექსპორტი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე მოხდება.

სინგაპურის, როგორც რუსული ენერგორესურსების ჰაბის გამოყენება, შესაძლებელი გახდა ადგილობრივი სანქციების კანონმდებლობის თავისებურებების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურის ხელისუფლებამ აუკრძალა კუნძულის ფინანსურ ინსტიტუტებს რუსულ იურიდიულ პირებთან ტრანზაქციების განხორციელება, ქვეყნის მთავრობამ არ დააწესა აკრძალვა რუსული ენერგორესურსების იმპორტზე.

სანდრო პირველი