ყაზახეთი გეგმავს ნავთობის ექსპორტის გაფართოებას აქტაუ-ბათუმის მარშრუტით საშუალოვადიან პერიოდში. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა. ამის შესახებ მან ჩოლპონ-ატაში "ცენტრალური აზია-ევროკავშირის სამიტზე განაცხადა".

„საშუალოვადიან პერსპექტივაში ვგეგმავთ ნავთობის ექსპორტის გაფართოებას აქტაუ-ბათუმის მიმართულებით, ასევე ტრანსკასპიური მარშრუტის მილსადენებით ამოტუმბვის მოცულობის გაზრდას“, - დასძინა პრეზიდენტმა.

მან გაიხსენა, რომ ყაზახეთი ასევე შეთანხმდა აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარებაზე.

„მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ამოტუმბვა ხდება  - 1,5 მილიონი ტონა ნავთობის წელიწადში“, - განაცხადა ტოკაევმა.

ასევე, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოუწოდა ევროკავშირის პარტნიორებს მხარი დაუჭირონ ყაზახური ნავთობის გრძელვადიანი და სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფას კასპიის მილსადენის კონსორციუმის მეშვეობით ევროპაში.

„ამჟამად, ევროპაში ყაზახური ნავთობის ექსპორტის 80% ხორციელდება კასპიის მილსადენის კონსორციუმის მეშვეობით. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმედოვნებთ ევროკავშირის შემდგომ მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოს გრძელვადიანი და სტაბილური მიწოდება ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენით," - თქვა მან.

გიორგი არაბული