ბირჟებზე ნავთობის ფასი ჩამოიშალა - ცნობილია როდიდან გაიაფდება საქართვე...
ნავთობის ფასი
კატასტროფულ ვარდნას
განიცდის. ამის მიზეზი
გლობალური პროცესები,
ტრამპის სატარიფო
პოლიტიკა და ეკონომიკის
მიმართ ნეგატიური
მოლოდინია. ბოლო სამი დღის
განმავლობაში 1 ბარელი
ნავთობის ღირებულება 63
დოლარამდე ჩამოვიდა და
სავარაუდოდ, კიდევ
დაიკლებს. ექსპერტები
პროგნოზირებენ, რომ ფასი
შესაძლოა 55-დოლარიან
ნიშნულს
მიუახლოვდეს.ტრამპის
ტარიფებმა, რომელიც უამრავ
ქვეყანას, განსაკუთრებით
კი ჩინეთს და ევროკავშირს
დაუწესდა, მსოფლიო დიდ
გაუგებრობაში ჩააგდო.
ამასთან, შავი ოქროს ფასზე
დიდი გავლენა მოახდინა
,,ოპეკი პლუსის" წევრი
ქვეყნების
გადაწყვეტილებამ ნავთობის
მოპოვების გაზრდასთან
დაკავშირებით.ბოლო
რამდენიმე დღეა მსოფლიო
ბაზარზე ნავთობის ფასი
კლებას განაგრძობს.
საერთაშორისო ბირჟებზე
ნედლი ნავთობის ფასი 63
დოლარამდეა შემცირებული.
ამდენად ფასი ბოლო ოთხი
წლის მინიმალურ ნიშნულზეა.
როგორც "როიტერი" წერს,
კლება მსოფლიოში სავაჭრო
ომების დაწყებას
უკავშირდება,რაც ასევე
ეკონომიკის ზრდის შენების
მოლოდინს აჩენს, ეს კი,
თავის მხრივ, ნავთობზე
მოთხოვნას
შეამცირებს."ჯიპი მორგანის"
ანალიტიკოსები აცხადებენ,
რომ მსოფლიო ეკონომიკის
რეცესიის შანსი 60%-მდეა
გაზრდილი. ეს უფრო მეტად
რეალური ჩინეთის საპასუხო
ტარიფებმა გახადა, როცა
მსოფლიოს მეორე
ეკონომიკის მქონე
ქვეყანამ აშშ-ის საპასუხოდ
დამატებით 34%-იანი ტარიფი
დაუწესა.ბოლო მონაცემებით,
"ბრენტის" ტიპის ნავთობი
ბირჟაზე 63 დოლარი ღირს, რაც
ბოლო 5 დღეში თითქმის 17%-იანი
კლებაა. ამერიკული "ლაითი" 60
დოლარი ღირს, 18%-ით ნაკლები,
ვიდრე 5 დღის წინ. ნავთობზე
ფასის კლებას 2 მთავარი
ფაქტორი განაპირობებს.
პირველ რიგში, ეს სატარიფო
ომის დაწყებას
უკავშირდება, რაც
ეკონომიკური ზრდის
შენელების მოლოდინს აჩენს,
რაც ნავთობზე მოთხოვნის
შემცირებას იწვევს. მეორე
ფაქტორი კი "ოპეკი პლუსის"
განცხადებაა მოსალოდნელზე
მაღალი მოპოვების შესახებ,
რაც ასევე ზრდის წნეხს.რაც
შეეხება გავლენას ქართულ
ბაზარზე, ტენდენცია უკვე
დაიწყო და საწვავი ბოლო
დღეების განმავლობაში
დაახლოებით 5-13 თეთრით
გაიაფდა.ყველაზე
მოთხოვნადი რეგულარის
ტიპის საწვავის
ღირებულება ბრენდირებულ
სადგურებზე დღეს 2,69
ლარიდან, 2,99 ლარამდე
შუალედშია. დიზელის ფასი კი
სხვადასხვა სადგურზე 2,59-დან
3,05 ლარამდე
მერყეობს.ცვლილებას
ანალიტიკოსი ნიკა
შენგელია არასაკმარისად
მიიჩნევს და აცხადებს, რომ
ამ ეტაპზე ბენზინი, სულ
მცირე, 25-30 თეთრით ნაკლები
უნდა ღირდეს. მან
,,რეზონანსთან" იმ
გარემოებებზეც გაამახვილა
ყურადღება, რამაც გლობალურ
ბაზრებზე ნავთობის
მკვეთრი გაიაფება
გამოიწვია.,,ნავთობის ფასის
ვარდნა უკავშირდება
ამერიკის პრეზიდენტის
წამოწყებას, რომ მან 185
ქვეყნის მიმართ შემოიღო
მაღალი ტარიფები, მინიმუმ
10%-იანი, ზოგიერთი
ქვეყნისთვის - გაცილებით
მეტი. აქედან გამომდინარე,
ინვესტორები, რომლებიც
ნავთობით ვაჭრობენ, ახლა
უფრო საიმედო ინვესტიციად
მიიჩნევენ ოქროს,
შესაბამისად, ოქროს
ღირებულება იზრდება,
პარალელურად კი ეცემა
დოლარის ინდექსი, საფონდო
ინდექსები და უკვე
ნავთობის ფასმაც დაიწყო
ვარდნა. გაურკვევლობა
მაქსიმუმ ამ კვირის
ბოლომდე გაგრძელდება. მერე
უკვე ბაზარი
დასტაბილურებას
დაიწყებს.ეკონომიკაში
ბევრი რამ იცვლება, უნდა
შევეგუოთ, რომ მსოფლიო არ
იქნება ისეთი, რასაც
მიჩვეული ვიყავით.
გლობალური ეკონომიკის და
საფონდო ბაზრების
სიტუაციიდან გამომდინარე,
ბევრი რამ იცვლება და მათ
შორის ნავთობის ბაზარი,
რომელიც მთლიანად
მიმდინარე გლობალური
პროცესების გავლენას
განიცდის", - აღნიშნა ნიკა
შენგელიამ და ადგილობრივი
ბაზრის ტენდენციებზეც
ისაუბრა.,,მოპოვების ზრდა
განპირობებულია მოთხოვნის
ზრდით. შეიძლება ნედლი
ნავთობის ფასი 55
დოლარამდეც ჩამოვიდეს,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ
ჩვენთან საწვავი
შესამჩნევად გაიაფდება.
პანდემიის დროს ნავთობის
ფასი 25 დოლარამდეც კი
დავარდა, მაგრამ ქართული
ბაზარზე დიდად არაფერი
გაიაფებულა, მიუხედავად
იმისა, რომ ეკონომიკა
პრაქტიკულად გაჩერებული
იყო. საქართველოში არის 6-8
ოპერატორი, ამ სფეროში ჩვენ
გვაქვს კარტელური
გარიგებები, ამიტომ
მაქსიმალურად შეეცდებიან,
ფასი შეინარჩუნონ. რეალური
კონკურენცია რომ
არსებობდეს, ბენზინი 25-30
თეთრით იაფი უნდა ღირდეს,
მაგრამ ეს არ ხდება და
გაზრდილი ხარჯები ტვირთად
აწევს მოსახლეობას", - უთხრა
,,რეზონანსს" ნიკა
შენგელიამ.განსხვავებული
მოსაზრებისაა
ნავთობპროდუქტების
იმპორტიორთა კავშირის
ხელმძღვანელი ვახტანგ
იობაშვილი. მისი შეფასებით,
მსოფლიო სანავთობო
ბაზრებზე სტაბილურობა
სწორედ ახლა იწყება და ამის
გავლენას მალე ქართული
ბაზარიც იგრძნობს.,,მსოფლიო
ეკონომიკაში ცვლილებებია.
სანავთობო ბაზრების
სტაბილიზაცია დაიწყო.
ფასების კორექტირება
ხდება და ჩვენც შეგვეხო, 5-10
თეთრით უკვე გაიაფდა
ადგილობრივ ბაზარზე
საწვავი და ეს ტენდენცია
გაგრძელდება.მთლიანობაში
მხარს ვუჭერ, თუკი ვინმე
იქნება მშვიდობის მედროშე.
მთავარია, შედეგი
დაგვანახოს. ადრე არ
ინტერესდებოდნენ.
მაგალითად,
შეიკრიბებოდნენ ,,ოპეკის"
ქვეყნების
წარმომადგენლები,
იღებდნენ გადაწყვეტილებას
კლების ან ზრდის შესახებ.
ეს იყო ხშირად მთელი
მსოფლიოსთვის მიუღებელი.
როცა ბალანსი ირღვევა, მას
კარგი შედეგი არავისთვის
არ მოაქვს.ასევე
მხედველობაშია მისაღები
პოლიტიკური აშლილობები,
რეგიონული ვითარება,
ფიუჩერსული გარიგებები,
ამას თავისი შედეგი მოაქვს.
ზოგიერთი ქვეყანა ამას
შეგნებულადაც
აკეთებს.ვფიქრობ, რომ ეს
მოვლენები გაგრძელდება.
ვნახავთ, სანამდე მივა, თუ
მშვიდობა იქნება,
აუცილებლად
დასტაბილურდება ბაზრები,
რაც მერე შიდა
სამომხმარებლო ფასებზეც
აისახება. ნავთობპროდუქტი
არის ისეთი ტიპის საქონელი,
რომლის ღირებულების
პროგნოზი ჭირს, თუმცა
მოლოდინი მაინც დადებითია,
ფაქტობრივად, ყველა
პირობაა, რომ ფასი
60-დოლარიან ნიშნულს
ჩამოსცდეს, თუკი ტენდენცია
გაგრძელდება", - განუცხადა
"რეზონანსს" ვახტანგ
იობაშვილმა.ადგილობრივ
ბაზარზე დადებით
მოლოდინია. "სენტა
პეტროლიუმის” გენერალური
დირექტორის ზაალ
იაკობიძის თქმით,
გაიაფებული საწვავი
საქართველოში ჯერ არ
შემოსულა, თუმცა მოლოდინის
გამო ფასის კლება მაინც
დაწყებულია.,,70 დოლარით
დაეცა ბენზინის და დიზელის
ფასი ბირჟებზე. დღეისათვის
ერთი ტონა დიზელი 605 დოლარი
ღირს, ხოლო ბენზინის
"პლატცის" მიხედვით 651
დოლარია. ეს რომ
გადავიტანოთ თეთრებში,
ნიშნავს, რომ დაახლოებით 25-30
თეთრით შემცირდა იმ
საწვავის ღირებულება,
რომელიც ჩვენ შემოგვაქვს
ძირითადად
რუსეთიდან.საბითუმო
ბაზარზე სრულად არ არის
ასახული, თუმცა კლება
დაიწყო. გაიაფებული
საწვავი ჯერჯერობით არ
შემოსულა. ამას დრო უნდა -
შეძენა, ტრანსპორტირება,
შემოტანა და ა.შ. უახლოეს
პერიოდში ეს აუცილებლად
აისახება საბითუმო
ბაზარზე. ცხადია, ეს უკვე
გამოიწვევს საცალო
ბაზარზე ფასის
კორექტირებასაც და ამას
უნდა ველოდოთ უახლოეს
პერიოდში. საცალო
სეგმენტში 10-14-დღიან
პერიოდში მოხდება
ცვლილება ”, - განაცხადა
"საქმის კურსთან" ზაალ
იაკობიძემ."სენტას
პეტროლიუმის”
მონაცემებით, დღეს 1 ლიტრი
რუსული დიზელისა და
ბენზინის საშუალო
საბითუმო ფასი 2,25
ლარია.წყარო: resonancedaily.com