საბანკო სექტორში ახალი გარიგების შეახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე ეროვნულ ბანკში საქმისწარმოება არ მიმდინარეობს.

„მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული კუთხით საქართველოს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოება არ მიმდინარეობს, კანონმდებლობის თანახმად, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის აუცილებელია ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა“, - აცხადებენ სებ-ში.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაზისბანკი ლიბერთის ბანკის შეძენითაა დაინტერესებული და მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საბანკო სექტორი  17 კომერციული ბანკით და 2 მიკრობანკით არის წარმოდგენილი