ბოლო პერიოდში დეპოზიტების, დანაზოგების მიმართულებით ლარის მიმართ ნდობა საკმაოდ გაიზარდა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 2 თვეში, პირველად ისტორიაში, დეპოზიტების 50%-ზე მეტი ლარშია დენომინირებული.

„მთელი ჩვენი დანაზოგების, რაც ჩვენს ბანკებშია განთავსებული, 50%-ზე მეტი დენომინირებულია ლარში. ეს ისევ და ისევ იმას ნიშნავს, რომ არის მაღალი ნდობა ლარის მიმართ და ეს ნდობა სრულიად საფუძვლიანია“, - განაცხადა თურნავამ.