საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.8% განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 15.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.7%-ით არის გაზრდილი. ეკონომიკის სექტორებიდან ზრდა ფიქსირდება ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, თუმცა კლება აღინიშნება მშენებლობის დარგში.

"2026 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში,"- წერს საქსტატი.