ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2024 წლის იანვარში საქართველოდან 34 ქვეყანაში 6.5 მლნ ლიტრი ღვინო გაიყიდა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2024 წელი პოზიტიურად დაიწყო და ექსპორტირებული ღვინის მოცულობა იანვარში წლიურად 22%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ღირებულებას, ღვინის ექსპორტით ქვეყანამ 18 მილიონ 217 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ზრდა ამ შემთხვევაში 15%-ია.

ამასთან ერთად, ექსპორტირებულია 2,445 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, რაც გასული წლის იანვრის მაჩვენებელს 24%-ით აღემატება, ღირებულება კი 2%-ით 13 მლნ დოლარამდე გაიზარდა.