იანვარ-ივლისში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.0%-მდე გავზარდეთ წინა 7.0%-დან, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში წერია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ივლისში რეალური მშპ 13.0%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 7.5%-იანი ზრდის შემდეგ.

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.7%-ით გაიზარდა.

ივლისში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაცია და კომუნიკაციების, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მხოლოდ ენერგეტიკის დარგში.