ფქვილის საიმპორტო გადასახადი 50 ლარით იზრდება. 1 ტ - 250 ლარი.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ  არასტანდარტული ვითარებაა, ხორბლის ფასის ფორმირების და, ზოგადად, ლოგისტიკის ნაწილში. იმპორტი მზარდია.. ადასახადის წესდება ქერსა და ქატოზეც, 100 ლარის ოდენობით.

ნასარიძე იმედოვნებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან დაეხმარება ადგილობრივ ხორბლის მწარმოებლებს მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში  იმ ფასად, რომ  მათ მოახერხონ  საქმიანობის გაგრძელება.

მისი თქმით, ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდა, არ იმოქმედებს  პურის ფასზე,  პურის გაძვირების რისკი არ არსებობს. გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას.

ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა აქტიური შეხვედრები, ერთობლივად შემუშავდა დახმარების პაკეტი და, საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი მექანიზმი. ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შემდგომში მოხდება ამ გადაწყვეტილებების კორექტირება.