საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 99,962.55 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტის განხორციელდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-მაისში კი 70,737.85 ტონის. ფეროშენადნობების ექსპორტი 41%-იან ზრდას აჩვენებს. 

რაც შეეხება ექსპორტისგან მიღებულ შემოსავლებს, 2024 წლის 5 თვეში ქვეყანამ მთლიანობაში 105,575.89 ათასი დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განახორციელა, რაც 22%-ით მეტია გასული წლის 5 თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებული ფეროშენადნობების ღირებულებასთან.

ფეროშენადნობების საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთია. თურქეთზე იანვარ-მაისში ექსპორტირებული ფეროშენადნობების 37%-ი მოდის.

TOP ქვეყანა, სადაც საქართველომ ფეროშენადნობები გაყიდა:

  • თურქეთი - 36,613.40 ტონა - 37,213.66 ათასი დოლარი,
  • აშშ - 17,672.69 ტონა - 19,615.19  ათასი დოლარი,
  • ეგვიპტე - 13,048.70 ტონა -  13,164.31 ათასი დოლარი,
  • ალჟირი - 5,000.00 ტონა - 5,238.00  ათასი დოლარი,
  • უკრაინა - 4,635.00 ტონა - 5,156.37  ათასი დოლარი.