“სებ-ი სრულად მართავს პროცესებს და შეუძლია, იმოქმედოს საჭირო დროს, საჭირო ინსტრუმენტებით”, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

ის სებ-ის მიერ რეკორდულად მოკლე დროში 86 მილიონ დოლარამდე რეზერვის შეძენას გამოეხმაურა.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეკორდულად მოკლე დროში 86 მლნ დოლარამდე რეზერვის შეძენა. ამ ფაქტით სებ-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სხვა თანაბარ პირობებში, როცა სებ-ზე და ზოგადად ეკონომიკაზე არ არის აჟიოტაჟური ზეწოლა, როდესაც კურსზე არ არის პანიკური, სპეკულაციური შეტევა სებ-ი მოქმედებს ზუსტად. მან ზუსტად იცის საკუთარი გადაწყვეტილებები, ზუსტად მართავს პროცესებს.

სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით, რომ სებ-მა გასული წლის განმავლობაშიც არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის დრო რეზერვების შეძენის და არის დრო რეზერვების ხარჯვის. სებ-ის პოლიტიკის სწორი მოქმედების შედეგად ჩვენ გაქვს სტაბილური ლარის კურსი. სწორედ საჭირო დროს ხდებოდა რეზერვების მიწოდება. დღეს ვხედავთ სარეკორდოდ მოკლე დროში რეზერვების დაგროვებას. თუ ამ ტემპით გააგრძელა სებ-მა რეზერვების დაგროვება, ბუნებრივია უმოკლეს ვადაში იქნება აღმოფხვრილი ის წმინდა გაყიდვები, რომელიც აქამდე ფიქსირდებოდა. მოგეხსენებათ წმინდა გაყიდვების მაჩვენებელიც, მნიშვნელოვან წილად შემცირებულია და პროცესი გრძელდება.

კიდევ ერთხელ იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ კურსი ხელოვნურად იმართებოდა არის უბრალოდ სპეკულაცია, სამწუხაროდ მიზანმიმართული ზეწოლა ეკონომიკაზე, სამწუხაროდ მიზანმიმართული ზეწოლა სებ-ზე, მიზანმიმართული ზეწოლა ლარის კურსზე. ეს ზეწოლა აზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და ბუნებრივია აზარალებს ბიზნესსაც. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ბევრმა ამ სპეკულაციური ყიდვა-გაყიდვით დაკარგა გარკვეული თანხა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა, ყველა ორგანიზაციამ თუ ვინც იქნება ის ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ განცხადებებზე. ვინაიდან მათი განცხადებები ხშირად აზიანებს მოქალაქეებს. ლარმა და სებ-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არა თუ ხელოვნურ მართვასთან არამედ სწორ პროცესებთან გვაქვს საქმე. და დიახ ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა ვინც აქამდე ახდენდა სპეკულაციურ ზეწოლას ლარზე და ბუნებრივია ველით მათგან ბოდიშს და იმისთვის, რომ მომავალში არ მოხდეს სპეკულაციური, ხელოვნური ზეწოლა ლარზე.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნათლად, რომ არანაირი ფუნდამენტური ფაქტორები ლარის კურსთან დაკავშირებით ამ პერიოდის განმავლობაში არ ზემოქმედებდა და ეს იყო მხოლოდ აჟიოტაჟური ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვითარება პოლიტიკურად დასტაბილურებულია, გვყავს ახალი პარლამენტი, მალე გვეყოლება განახლებული მთავრობა და ცხადია ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხით ფუნდამენტური ფაქტორები მხოლოდ პოზიტიურად ზემოქმედებს ლარზე. არანაირი რისკი ამ თვალსაზრისით არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბაზრის მონაწილეები, თითოეული ჩვენგანი გავიზარდეთ და არ ავყვებით მომავალში იმ სპეკულაციურ ზეწოლებს, რომელიც აქამდე იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ განცხადებებზე, რომლებიც ხელოვნურად ზიანს აყენებდნენ ეროვნულ ვალუტას, სებ-ს და ჯამში საქართველოს ეკონომიკას“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.