ეკონომისტი, აფბას ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემას ეხმაურება.

ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბევრმა ადამიანმა მკითხა პირადად კურსთან და ინტერვენციებთან დაკავშირებით. ამიტომ ვეცდები შედარებით მოკლედ აქ ავხსნა.

ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციების დანიშნულება მოკლევადიანი, მოლოდინებიდან წამოსული შოკების განეიტრალებაა. შოკების, რომელიც ეგზოგენური ფაქტორებიდან არაა გამოწვეული და რომელსაც დროის მოკლე მონაკვეთში, კურსის მნიშვნელოვანი რყევის გამოწვევა შეუძლია.

ასეთ დროს ინტერვენცია აუცილებელია და ეს ჩარევა არ შეიძლება იქნას აღქმული, როგორც კურსის ხელოვნური დაჭერა.

პ.ს. ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს და უნდა ჩაერიოს სასწრაფოდ. ეს იქნება სწორი და ეს არის ცენტრალური ბანკის კონსტიტუციით გაწერილი, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია", - წერს ბაირახტარი.