ონლაინ ვაჭრობამ ჯერ ყველაფერი წალეკა და ახლა ერთმანეთის ჩაძირვა დაიწყე...
ონლაინ გაყიდვების მიმართ
მოთხოვნა მკვეთრად
მატულობს. მომხმარებლების
დიდი ნაწილი უპირატესობას
სწორედ ვაჭრობის ამ მეთოდს
ანიჭებს, რის გამოც
საქართველოში ონლაინ
შოპინგი ერთ-ერთი ყველაზე
მოთხოვნადი მიმართულებაა,
მიუხედავად იმისა, რომ
რისკებიც მაღალია და
მომხმარებლების მიერ
კონკურენციის სააგენტოში
დაფიქსირებული
განცხადებების დიდი წილი
სწორედ ონლაინ
ვაჭრობაზეა.შესაბამისად,
მატულობს ელექტრონული
კომერციის ბაზარიც. როგორც
სააგენტო ციფრულ
მარკეტინგის სფეროს
პროფესიონალი მერაბ
გოცირიძე
,,ბიზნეს-რეზონანსთან"
აცხადებს, ტრენდი შეიცვალა
და ელექტრონული კომერცია
საქართველოში
მნიშვნელოვნად
განვითარდა.,,5 წლის წინ
ონლაინ გაყიდვებზე 2% თუ
მოდიოდა, ახლა დაახლოებით 9
%-ია. გლობალურ ბაზრებზე
უფრო მაღალი მაჩვენებელია.
ელექტრონული კომერციის
განვითარებამ
შესაძლებლობა მისცა, ერთი
მხრივ, გამყიდველს უფრო
მარტივად მოახდინოს
საქონლის რეალიზაცია და
მეორე მხრივ, მყიდველმა
უფრო მარტივად შეიძინოს
სასურველი ნივთი.
შესაბამისად, ორივე
მხარისთვის კომფორტული
სერვისია. ამიტომ მოთხოვნა
გეომეტრიული პროგრესით
მატულობს.ამ სეგმენტის
განვითარებას ხელს უწყობს
ისიც, რომ ჩვენთან გადახდის
სისტემა კარგად არის
განვითარებული, ვიდრე ბევრ
განვითარებულ ქვეყანაში,
თუნდაც როგორიცაა
გერმანია. ყველა
შესაძლებლობაა ქართულ
ბაზარზე, რათა მარტივად
მოხდეს პროდუქტის
შეძენა.რისკი ონლაინ
გაყიდვების სფეროში ორივე
მხრიდან შეიძლება
არსებობდეს, როგორც
გამყიდველის, ასევე
მომხმარებლის მხრიდან.
ვრცელდება არასწორი
ლინკები, თითქოს რაღაცას
ყიდიან, რაც არის მცდელობა,
რომ მომხმარებელი
მიიტყუონ. გააჩნია იმასაც,
რა რისკებზეა საუბარი.
შეიძლება რაღაც შეუკვეთოს
მყიდველმა და საქონელი
დაუგვიანდეს ან სხვა რამ
ჩამოუვიდეს.რაც შეეხება
სანდოობას, საქართველოში
ბევრი ონლაინ მაღაზია არ
არის. ფიზიკურად სავაჭრო
სივრცე არ აქვთ, მაგრამ
დიდი ბრენდია, მაგალითად,
,,ველი სთორი", ,,ექსტრა.ჯი".
დიდი მაღაზიები არ აქვთ,
მაგრამ ყველა ენდობა და ამ
ბრენდებთან პროდუქტის
შეძენა სრულიად უსაფრთხოა",
- აღნიშნა მერაბ გოცირიძემ
"ბიზნეს-რეზონანსთან"
საუბრისას.სექტორში
კონკურენციასთან
დაკავშირებულ პრობლემაზეც
საუბრობენ. ელექტრონული
კომერციის ასოციაციის
თანადამფუძნებელის, თამარ
გოგოლაშვილის თქმით,
უცხოური ონლაინ
მაღაზიების მხრიდან
მზარდი კონკურენციის
გამო, ქართული ელექტრონული
კომერცია აქტიური
კრიზისის ფაზაში შევიდა. ეს
მეტწილად ჩინური
პლატფორმა "ტემუს"
გააქტიურებამ გამოიწვია,
რომელმაც ბაზრის
დაახლოებით 2/3 უცებ
დაიკავა.„ქართველი
მომხმარებლები "ტემუსა" და
სხვა ჩინურ პლატფორმებზე
ძალიან დიდი რაოდენობით
პროდუქციას იძენენ. ამან
განაპირობა ის, რომ ქართულ
ონლაინ სივრცეში ბევრი
მაღაზია უკვე დაიკეტა, დიდი
მაღაზიებიც კი კრიზისში
არიან, მათი რეალიზაცია
შემცირებულია. იმისთვის,
რომ აქაური ონლაინ
მაღაზიები შექმნილ
ვითარებას მორგებოდნენ,
ისინი იმ პროდუქციას,
რომელიც "ტემუზე" იყიდება
უფრო მარტივად,
ფაქტობრივად, აღარ
სთავაზობენ მომხმარებელს,
ვინაიდან არამოგებიანია.
ისინი ცდილობენ, რომ
პროდუქციის ახალ
კატეგორიებზე გადაერთონ,
ეს არის ის პროდუქცია,
რომლის "ტემუდან" გამოწერის
შემთხვევაში, განბაჟება
სჭირდება. მაგალითად, ბაღის
ატრიბუტიკა, ავეჯი და ა.შ“, -
განაცხადა თამარ
გოგოლაშვილმა, თუმცა,
დასძინა, რომ კრიზისი
იმდენად მწვავეა, რომ ახალ
პროდუქციაზე გადართვაც
ვერ აბალანსებს.ამასთან,
როგორც ელექტრონული
კომერციის ასოციაციის
თანადამფუძნებელმა
განაცხადა, საბაჟო
მონაცემებზე დაყრდნობით,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ
საშუალოდ, სამჯერ არის
გაზრდილი 50 ლარის
ღირებულების პროდუქციის
შემოდინება. ადგილობრივ
ბაზარზე არაჯანსაღი
გარემოა, ბაზარზე
ოპერირებენ როგორც რუსული,
ისე ჩინური ონლაინ
მაღაზიები, კონკურენცია კი
იმდენად მზარდი და
ყოვლისმომცველია, რომ
ფაქტობრივად მალე,
შეიძლება ბევრი ქართული
ონლაინ მაღაზია
დაიხუროს.აღსანიშნავია,
რომ ციფრული ვაჭრობა
განსაკუთრებით პანდემიის
შემდეგ გახდა პოპულარული.
დღეს თითქმის ყველა
კატეგორიაში, დაწყებული
კვებიდან ტექნიკამდე,
მრავლადაა ონლაინ
მაღაზიები, რომლებიც
მომხმარებლებს
მრავალფეროვან არჩევანს
სთავაზობენ.გარდა ამისა,
საქართველოში უამრავი
მცირე და საშუალო მეწარმეა,
რომელიც პროდუქციის
რეალიზაციას სწორედ
ონლაინ გაყიდვით ახერხებს.
სამკაულების მაღაზია
სწორედ პანდემიის
პერიოდში დააფუძნა
მეწარმე ნანა გრიგოლავამ
და მომხმარებელთან დღემდე
ამ ფორმატით ამყარებს
კომუნიკაციას.,,პანდემიისას,
როცა ფიზიკურად არ იყო
ვაჭრობის საშუალება და
ფესტივალებზეც კი ჭირდა
გასვლა, ონლაინ გაყიდვა
მეწარმეებისთვის
ერთადერთი ხსნა იყო. ჩვენს
შევქმენით სამკაულების
მაღაზია ,,პრენიტი". ამან
ბრენდის ცნობადობას ხელი
შეუწყო და მომხმარებელთა
რაოდენობაც გაიზარდა.
მესმის, რომ არსებობს
გარკვეული რისკიც, როგორც
ბიზნესის, ასევე
მომხმარებლის მხრიდან,
მაგრამ მთავარია,
კომფორტული სერვისი
შევთავაზოთ მყიდველს, ეს
ეხება როგორც ხარისხს,
ასევე პროდუქციის დროულ
მიწოდებას.ზოგადად ონლაინ
ვაჭრობა ძალიან
პოპულარული ხდება
საქართველოში, ისევე
როგორც მთელ მსოფლიოში. ეს
განსაკუთრებით მცირე და
საშუალო ბიზნესისთვის
არის დიდი შესაძლებლობა,
განვითარდნენ და ბაზარზე
მყარად მოიკიდონ ფეხი,
რაშიც მომხმარებლის
მხრიდან ნდობა ყველაზე დიდ
როლს ასრულებს", - განუცხადა
,,ბიზნეს-რეზონანსს"
მეწარმემ.ცნობილია, რომ
დარღვევების დიდი წილი
ვაჭრობაში სწორედ ონლაინ
ვაჭრობაზე მოდის. 2022-25 წლის
სტატისტიკური მონაცემების
მიხედვით, კონკურენციის
სააგენტოს საქმეების 90%-ზე
მეტი მომხმარებლის
სასარგებლოდ გადაწყდა და
მათ 1 მილიონ ლარამდე
აუნაზღაურდათ.ძირითადად,
პრეტენზია ფიქსირდებოდა
ნაკლიანი ნივთის
შეკეთებასა ან
დაბრუნებაზე. ონლაინ
ვაჭრობა იკავებს 70%-ს, ხოლო
ნივთის ადგილზე შეძენა 30%-ს.
მიმართვიანობის მიხედვით
ლიდერობს თბილისი (83%),
რომელსაც მოჰყვება აჭარის
რეგიონი (5%) და იმერეთი
(4%).წყარო: resonancedaily.com
1758017404