ჩვენი ეროვნული პროდუქტი სწრაფად იზრდება, მაგრამ პოსტპანდემიურ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტემპი დაახლოებით 1.5-ჯერ უსწრებს ეროვნული პროდუქტის ზრდას, - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ განაცხადა.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა არამარტო გახსნილია, არამედ არის საინტერესო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის და ისინი სულ უფრო აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოსთან“, - აღნიშნავს არჩვაძე.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30-პროცენტიანი მატება - ზრდამ მეორე კვარტალში 505 მილიონი დოლარი შეადგინა, ჯამურად კი, პირველ 6 თვეში ქვეყანამ მილიარდ დოლარზე მეტი მიღო. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 10 პროცენტით მეტია.