სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ის სექტორები დაასახელა, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, უძრავი ქონება და დამამუშავებელი მრეწველობა.

„აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სავალო ვალდებულების კომპონენტის გაუმჯობესებასთან. რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ეს გახლავთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, უძრავი ქონება და დამამუშავებელი მრეწველობა“, - განაცხადა თოდრაძემ.

საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ 367 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 24.4%-ით აღემატება.