2026 წლის ივნისში საქართველოდან 17,500 სული ცხვარი იქნა ექსპორტირებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ექსპორტის საერთო ღირებულებამ 2.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ცხვრის რაოდენობა 5.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო ღირებულება - 6.8-ჯერ.

სამინისტროს მონაცემებით, ივნისში ექსპორტირებული ერთი სული ცოცხალი ცხვრის საშუალო ექსპორტის ფასმა 120 აშშ დოლარი შეადგინა (24%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).

ანგარიშის თანახმად, საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტიორი ძირითადი ქვეყნებია: აზერბაიჯანი (9,100 სული), ერაყი (4,800 სული), ქუვეითი (2,400 სული) და კატარი (1,200 სული).

ივნისში აზერბაიჯანი საქართველოდან ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის უმსხვილესი მყიდველი იყო.